მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

179 Views

„მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია დაიწყო

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში “რეგისტრაციას აცხადებს.

რეგისტრაცია სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge დღეიდან, 23 აპრილიდან მიმდინარე წლის 11 მაისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

სახელმწიფო პროგრამა კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაეცემას ითვალისწინებს.  პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ სარგებელი  ყურძნის რეალიზაციის გარდა,  უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ.

პროგრამით დადგენილი კრიტერიუმებით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის არანაკლებ 20 მეპაიეს ინდივიდუალურად, თითოეულს საკუთრებაში უნდა გააჩნდეს  ან/და საპაიო შენატანის სახით კოოპერატივში შეტანილი უნდა ქონდეს მაღალმთიან რეგიონში 0,1 ჰა, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე 0,3 ჰა ფართობი ვენახი, რომელშიც გაშენებული უნდა იყოს  ვაზის ნებადართული ჯიშები.

კრიტერიუმების  დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივს  100 ტონა ყურძნის პირველადი გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, ხოლო კოოპერატივმა — გადამამუშავებელი საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა  უნდა უზრუნველყოს.

გასულ წელს კახეთის რეგიონში, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  ყურძნის გადამამუშავებელი 3 კოოპერაციული საწარმო გაიხსნა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქაცვი — დახასიათება, გავრცელება, გამოყენება, ქაცვის პროდუქტები
113 Views

დახასიათება ქაცვი (Hippophae rhamnoides, Облепиха) არის ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი, ეკლიანი მცენარე, რომელიც სიმაღლით 2-4 მ-ს აღწევს. ტოტები სიმეტრიულია და ხშირად ბოლოებზე მომრგვალებული ფორმა აქვს. ქაცვის ტოტებს აქვს ყავისფერი ან მოშავო ფერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წნორი (Salix alba L) — სამკურნალო მცენარე
1405 Views

ტირიფისებრთა ოჯახს ეკუთვნის. წნორი საკმაოდ დიდი, 25-30 მ სიმაღლის ხეა, მუქი ნაცრისფერი, ღრმად დამსკდარი ქერქით, დაკიდული ახალგაზრდა ტოტებით და ზეაღმართული გლუვქერქიანი ძველი ტოტებით. ზედა მხრიდან პრიალა, ქვემოდან

სრულად
აგროკავკასია FB