,,მესხეთის მეფრინველეობა“ — 220 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია

288 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალციხის მუნიციპალიტეტში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული მეფრინველეობის ფერმა დაათვალიერა და წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნო.

კომპანიამ ,,მესხეთის მეფრინველეობა“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 230 ათასი ლარის ოდენობის სესხი აიღო და სოფელ კლდეში მეფრინველეობის ფერმა მოაწყო.

ფერმაში 12 000 ფრთა ქათამი ჰყავთ და ყოველდღიურად 8 ათასი ცალი კვერცხი იწარმოება. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. საწარმოში 11 ადგილობრივია დასაქმებული. ახლო მომავალში კომპანია წარმოების გაფართოებას გეგმავს.

შპს ,,მესხეთის მეფრინველეობამ“ ფერმის შექმნისთვის ჯამში 220 ათასი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

,,მნიშვნელოვანია ანალოგიური საწარმოები ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეგიონებში ასეთი საწარმოების შექმნის სტიმულირებისთვის და მეფრინველეობის დარგის ხელშეწყობისთვის არაერთ პროექტს ახორციელებს. შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს მიერ ბიზნესისთვის შეთავაზებული რესურსების დახმარებით, ყველა სოფელში არის პოტენციალი წარმოება განვითარდეს“, — აღნიშნა ოთარ დანელიამ.

მეფრინველეობის ფერმა მინისტრთან ერთად სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის გუბერნატორმა, აკაკი მაჭუტაძემ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ დაათვალიერეს.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაცემულია 1,577 სესხი ჯამური თანხით 26,982,600 ლარი და 59 სესხი — 4,310,780 აშშ დოლარის ოდენობით. პროექტის ფარგლებში რეგიონში 7 ახალი საწარმო გაიხსნა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
274 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6027 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB