მეფუტკრეობის კოოპერატივებს ყაზბეგში 600-მდე სკა გადაეცათ

163 Views Comment Off

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 8 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებს შეხვდა და მეფუტკრეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 600-მდე სკა გადაეცათ.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში ხარისხიანი თაფლის წარმოების და საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

პროგრამის ფარგლებში, მოხდება სკების რეგისტრაცია სპეციალური სააღრიცხვო ბარათების საშუალებით, რაც თაფლის წარმოების მიკვლევადობას შეუწყობს ხელს. ეს, მნიშვნელოვანი წინაპირობაა ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტის განხორციელებისთვის.

პროგრამაში რეგისტრაციის პირველი ეტაპი გასული წლის ოქტომბერში დაიწყო და 31 დეკემბერს დასრულდა.

მთლიანად პროგრამის ფარგლებში 98 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 7588 სკა გადაეცემა.

პროგრამის მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა ხის (რუტისა და დადანის სახეობის) სკები 120 ლარის ნაცვლად 36 ლარად მიიღეს, ხოლო პენოპოლისტიროლის სკები 260 ლარის ნაცვლად 78 ლარად.

პროგრამაში ჩართვის მსურველთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 29 თებერვალს დაიწყო და 16 მარტს დასრულდა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1253 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB