მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში რეგისტრაცია

1361 Views

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მონაწილე კოოპერატივებს ღირებულების 30%-ად გადაეცემათ მათთვის სასურველი ხის (რუტის ან/და დადანის) ან/და პენოპოლისტიროლის სახეობის სკები, არაუმეტეს 100 ცალი.

კოოპერატივს შეუძლია ასევე მოითხოვოს  1 ცალი 12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი) და  2200 ლიტრის ტევადობის თაფლის შესანახი ავზები.

იმ მონაწილეს რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ მოწყვლადი ჯგუფები(დევნილები, შშმ პირები) ამ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ მათი ღირებულების 20% -ის ოდენობით.

პროგრამაში მონაწილეს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის სასურველი აღჭურვილობა როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.

რეგისტრაციისას პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კოოპერატივმა უნდა მიუთითოს მისთვის სასურველი სკის სახეობა (ხის სკა (რუტი, დადან ბლანტი) ან/და პენოპოლისტიროლი.

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ იმ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ გარკვეულ მოთხოვნებს.

სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

1. ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მეპაიეთა რეეესტრის ასლი.
3. ამონაწერი შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან.
4. ცნობა ფინანსური ინსტიტუტიდან, რომელიც ადასტურებს რომ კოოპერატივს არ გააჩნია ვადაგადაცილებული საკრედიტო დავალიანება.

რეგისტრაცია 16 მარტამდე გაგრძელდება.

რეგისტრააციისთვის მიჰყევით ბმულს http://cooperatives.acda.gov.ge/

308Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB