მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

1106 Views

მეფუტკრეობის კოოპერატივების ხელშეწყობის მიზნით, კიდევ ერთი პროგრამა იწყება.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის  მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივები 40 %-იანი თანადაფინანსებით მიიღებენ მისაბმელს სკების ტრანსპორტირებისათვის.

ერთ მონაწილეს გადაეცემა არაუმეტეს ორი ერთეული მისაბმელი, თითოეული უზრუნველყოფს არანაკლებ 20 სკის (ერთ რიგად) ტრანსპორტირებას.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს  ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge, 11 ივნისს დაიწყო და 10 ივლისის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

პროგრამა ხელს შეუწყობს მეფუტკრეობის  კოოპერატივებს შეამცირონ ფუტკრის ოჯახების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დანახარჯები, აწარმოონ მრავალფეროვანი პროდუქცია, გაზარდონ წარმოებული თაფლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის მეფუტკრეობის მომთაბარეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 

კაპიტალური ინვესტირება

  • კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში თითოეულ მონაწილეს გრანტის სახით, მისი ღირებულების 40%-ად გადაეცემა მისაბმელი სკების ტრანსპორტირებისათვის
  • ერთ მონაწილეს გადაეცემა არაუმეტეს ორი ერთეული მისაბმელი.

ერთი მისაბმელი უზრუნველყოფს არანაკლებ 20 სკის (ერთ რიგად) ტრანსპორტირებას. 

პროგრამაში მონაწილეობის მიღების პირობები:

  • განაცხადის წარდგენისას მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, საქმიანობას ახორციელებს მეფუტკრეობის დარგში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულია ბიზნესოპერატორად;
  • საქმიანობას ახორციელებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონისა და კოოპერატივის წესდების შესაბამისად;
  • განაცხადის წარდგენის მომენტისათვის სააგენტოსგან არ აქვს მიღებული რეკომენდაცია საქმიანობაში ხარვეზის გამოსწორების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კოოპერატივს მსგავსი რეკომენდაცია მიღებული ჰქონდა და განაცხადის წარდგენამდე აღმოფხვრილი აქვს აღნიშნული ხარვეზი;
  • მეპაიეთა რაოდენობა მაღალმთიან დასახლებაში შეადგენს არანაკლებ 9, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე – 15 ფიზიკურ პირს.
  • იმ შემთხვევაში, თუ წევრები არიან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მეპაიეთა რაოდენობა მაღალმთიან დასახლებაში შეადგენს არანაკლებ 3, ხოლო საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე –5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს;
  •  არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება;
  •  საკუთრებაში აქვს (ბალანსზე აყვანილი) სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 200  სკა ფუტკრის ოჯახით.

წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი:

  • ამონაწერი ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან;
  •  წევრთა რეესტრის ასლი;
  • ამონაწერი სსიპ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული პორტალიდან დავალიანების არ არსებობის თაობაზე;
  •  სააგენტოს მიერ აღრიცხული არანაკლებ 200 სკის საკუთრებაში არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

პროგრამაში მონაწილეობაზე ელექტრონული განაცხადის წარდგენა

  • რეგისტრაცია შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით (www.acda.gov.ge).
  • რეგისტრაციის დროს პრეტენდენტის მიერ შესაბამისი მონაცემების არასწორად წარდგენის შემთხვევაში, მას სააგენტოს კოოპერატივების რეგისტრაციის სამსახური უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის არსებობასთან დაკავშირებით, რომლის გამოსასწორებლად განესაზღვრება არაუმეტეს 10 (ათი) სამუშაო დღე. ვადის ათვლა იწყება შეტყობინების გაგზავნის მომდევნო სამუშო დღეს.
  • იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ არ მოხდება ხარვეზის აღმოფხვრა დადგენილ ვადაში, განაცხადი დარჩება განუხილველი.
  •  ხარვეზის აღმოსაფხვრელად დოკუმენტების სააგენტოსათვის წარდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალურად, ისე სააგენტოს  ოფიციალური ელ. ფოსტის მეშვეობით (info@acda.gov.ge).
  •  წარმოდგენილი განაცხადების განხილვის შემდეგ სააგენტოს კოოპერატივების რეგისტრაციის სამსახური პრეტენდენტს უგზავნის დადასტურებას პროგრამის მოთხოვნების დაკმაყოფილების თაობაზე.

მონაწილის  ვალდებულებები

მონაწილე ვალდებულია:

  • ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადაიხადოს მისაბმელის ღირებულების 40% საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.
  • ხელშეკრულების გაფორმებიდან  5  წლის განმავლობაში:
  • დაიცვას ამ პროგრამით გათვალისწინებული მეპაიეთა მინიმალური რაოდენობა;
  • დაიცვას პროგრამით განსაზღვრული სკების მინიმალური რაოდენობა;
  • არ დაუშვას მიღებული მისაბმელის რაიმე ფორმით გასხვისება ან/და ვალდებულებით დატვირთვა.

მონაწილის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები

  • მონაწილის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, განმახორციელებელი მონაწილეს განუსაზღვრავს შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6  თვეს. მონაწილე ვალდებულია, აღნიშნულ ვადაში უზრუნველყოს ხარვეზის აღმოფხვრა.
  • განმახორციელებლის მიერ დაწესებული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში,  წყდება მონაწილესთან დადებული ხელშეკრულება.
  • 3 ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მონაწილე ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოსგრანტის სახით მიღებული მისაბმელის ღირებულების სრულად დაბრუნება სახელმწიფო ბიუჯეტში. 

პროგრამის მონიტორინგი

1. საველე და დოკუმენტურ მონიტორინგს ექვემდებარება როგორც პრეტენდენტი, ასევე მონაწილე პროგრამის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე.

2. მონაწილე პროგრამის ფარგლებში  მონიტორინგს ექვემდებარება 5  წლის განმავლობაში.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
535 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB