მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერა გრძელდება

364 Views Comment Off

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა.

დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ კოოპერატივებს სკების, თაფლის საწურისა და თაფლის შესანახი ავზების გარდა გადაეცემა ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით და ფიჭის ანათლის ავზით.

პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივებს ღირებულების 30%-ად გადაეცემათ საკუთრებაში არსებული სკების იდენტური რაოდენობა, არაუმეტეს 100 ცალი, 1 ერთეული  12 ჩარჩოიანი თაფლის საწური (ციბრუტი), თაფლის შესანახი  სხვადასხვა მოცულობის (40, 60 და 220 ლიტრიანი) ავზები, რომელთა ჯამური ტევადობა არ უნდა აღემატებოდეს 2 200 ლიტრს და  ფიჭის ასათლელი დანა ელექტროგამაცხელებლით და  ფიჭის ანათლის ავზით.

იმ კოოპერატივს  რომელთა მეპაიეების 50%-ს შეადგენენ დევნილები ან/ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირები, ასევე იმ კოოპერატივებს, რომელთა მეპაიეებს შეადგენენ მხოლოდ ქალები   კაპიტალური ინვესტირება გადაეცემათ ღირებულების 20% -ის ოდენობით.

პროგრამაში მონაწილეს შეუძლია  მოითხოვოს ნებისმიერი მისთვის  სასურველი აღჭურვილობა როგორც ერთად, ისე ცალ-ცალკე.

პროგრამაში მონაწილე კოოპერატივის მიერ წარმოებული თაფლის ერთი ნიმუში უსაყიდლოდ მოწმდება საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიაში. მონაწილე ასევე  იღებს  ტექნიკურ დახმარებას „თაფლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბერის  №714 დადგენილების ძირითადი მოთხოვნების დანერგვასთან დაკავშირებით.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს  მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია  თბილისში ჩამოუსვლელად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე  (www.acda.gov.ge) დისტანციურად შეეძლებათ.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კოოპერატივების სკების აღრიცხვა-რეგისტრაცია ხორციელდება  სკაზე შესაბამისი ნიშნის (სააღრიცხვო ბარათის) დამაგრებით. აღრიცხვას  ექვემდებარება მონაწილის საკუთრებაში არსებული, ისე კაპიტალური ინვესტირების ფარგლებში გადაცემულ სკები,  რაც ხელს უწყობს  მიკვლევადობას და უზრუნველყოფს ხარისხიანი და უვნებელი თაფლის წარმოებას.

პროგრამაში მონაწილე კოოპერატივი ვალდებულია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემულ სკებში განათავსოს ფუტკრის ოჯახები სკების მიღებიდან 2 წლის ვადაში

დღეის მდგომარეობით აღრიცხულია, როგორც სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში გადაცემული,  ასევე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საკუთრებაში არსებული 34615 სკა.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  164 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს გადაეცა 13 936 სკა, 28 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 28 ერთეული თაფლის საწური (ციბრუტი), ასევე 27 კოოპერატივმა  მიიღო  ჯამურად 61 400 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ავზები.

პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, მეფუტკრეობის პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა და  წარმოებული თაფლის მიკვლევადობის უზრუნველყოფა.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2015 წლის სექტემბერიდან ხორციელდება.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3204 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალუბალი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
166 Views

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) – ფართოდ გავრცელებული მცენარეა. მისი ნაყოფი შეიცავს 17,5% შაქრებს 08-2,7% ორგანულ მჟავებს, 0,2% მთრიმლავ ნივთიერებებს, ვიტამინებს: A, B, C, PP.

სრულად
აგროკავკასია FB