მენეჯერთა გადამზადების პროგრამა გერმანიაში

172 Views

ქართველი მეწარმეები პროგრამაში „Fit for Partnership with Germany“ მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით გეგმავს მენეჯერთა გადამზადების პროგრამას.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიარონ სასწავლო კურსი, ესტუმრონ გერმანულ კომპანიებს და ამავდროულად ჩანიშნონ ინდივიდუალური („B2B“) შეხვედრები ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან. პროგრამის „Fit For Partnership“ ძირითადი მიზნებია:

  • გერმანიის ბიზნეს-მენეჯმენტის პრაქტიკის შესწავლა;
  • საერთაშორისო ურთიერთობების უნარების განვითარება;
  • საერთაშორისო ბიზნეს-ურთიერთობების უნარების განვითარება;
  • გერმანულ კომპანიებთან კავშირების დამყარება;
  • პოტენციური ბიზნეს-ურთიერთობების განვითარება.

ამასთანავე, სასწავლო კურსის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობების განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველო-ევროკავშირს შორის  ასოცირების შესახებ შეთანხმების კონტექსტში, რომელიც თავის მხრივ, მოიცავს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო  სივრცის (DCTFA) შესახებ.

აღნიშნული კურსი კარგ შესაძლებლობას აძლევს ადგილობრივ მეწარმეებს წარმოებული პროდუქტი ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე გაიტანონ ევროკავშირის 500 მილიონიან ბაზარზე.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მცირე და საშუალო საწარმოების საშუალო ან მაღალი დონის მენეჯერებმა, რომელთაც აქვთ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, უმაღლესი განათლება ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, მენეჯერული ან სხვა მსგავსი სპეციალობით და კარგად ფლობენ ინგლისურ ენას. ასევე კომპანია 2-3 წლის განმავლობაში წარმოდგენილი უნდა იყოს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ბაზარზე.

პროგრამა, რომელიც ჩატარდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 20-30 დღის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, გარდა ტრანსპორტირებისა (ფრენა და აეროპორტიდან გადაადგილება დანიშნულების ადგილზე) ფარავს გერმანული მხარე. პროგრამაში მონაწილეების რაოდენობა კი შეზღუდულია.

მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ დაუკავშირდეთ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, მომსახურების ცენტრის ნომერი: +995 32 2 96 00 10.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
535 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB