მეიდანზე „კოოპ-მარკეტი“ გაიმართება

კოოპერატივების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით  7 ივლისს, მეიდანზე 14 :00 საათიდან „კოოპ-მარკეტი“ გაიმართება.

სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივების წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, გამართულ გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას მიიღებს,  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი აგროპროდუქციის მწარმოებელი 20 -ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

„კოოპ-მარკეტზე“  წარმოდგენილი იქნება  მათ მიერ წარმოებულითაფლი და თაფლის პროდუქტები, ღვინო,ჩაი, ყველიდა  ხილი.

ღონისძიება იმართება ქალაქ თბილისის  მერიის მხარდაჭერითა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით.

თქვენი რეკლამა