მდინარე ფიჩორის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

105 Views

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მდინარე ფიჩორას კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ზედმეტი დანალექი გრუნტისგან და ხე-ბუჩქნარისგან მდინარის კალაპოტისა და ფერდების წმენდას ითვალისწინებს.

ჭარბი წყლის მოცილების მიზნით ჩატარებული სამუშაოები უკვე დასრულების ეტაპზეა. ფიჩორაზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად ჭარბი წყალი 2 900 ჰა მიწის ფართობს მოსცილდა. აღნიშნულ ტერიტორიას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ათამდე სოფელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოიყენებს.

ბოლო 6 წლის მანძილზე გურიის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 9 პროექტი განხორციელდა. სამუშაოების შედეგად დამშრალი მიწის ფართობმა 1 695 ჰექტარი შეადგინა, ჭარბი წყლის მოცილება კი 3 520 ჰექტარზე განხორციელდა.

ამჟამად რეგიონში 4 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რაც რეგიონისთვის დამატებით კიდევ 1400 ჰექტარ დრენირებულ მიწის ფართობს უზრუნველყოფს.

მდინარე ფიჩორას კალაპოტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაპანადან იწყება და ჩაედინება პალიასტომის ტბაში. მისი სიგრძე 46 კმ-ა. დამშრობი სისტემების გამართული ფუნქციონირება დიდწილად მდინარის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ლიახვის ნაკრძალი — ბიომრავალფეროვნება
332 Views

ლიახვის ნაკრძალი ფლორა   ლიახვის ნაკრძალში დაცულია აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთული კალთებისათვის დამახასიათებელი მთისა და მაღალმთის მცენარეულობა: ტყის ზედა სარტყელში გავრცელებულია წიფლნარი, ქვედა სარტყელში

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ბაბუაწვერა — სამკურნალო მცენარე, ნაყენის რეცეპტი
2324 Views

ბაბუაწვერა (ლათ.Taraxacum officinale Wigg) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 5-50 სმ. მთავარღერძიან ფესვთა სისტემას აქვს კარგად განვითარებული მთავარი ფესვი, სიგრძით 60 სმ-მდე. დიამეტრით 2 სმ-მდე. სხვადასხვა

სრულად
აგროკავკასია FB