მარცვლეულის მსოფლიო წარმოება 2,5 მლრდ. ტონას გადააჭარბებს

61 Views Comment Off

FAO – ს (გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) ექსპერტთა პროგნოზით, მარცვლეული კულტურების წარმოება მსოფლიოში, 2016 წელს 2,5 მლრდ. ტონას გადააჭარბებს.

2016 წლის მოსალოდნელი მოსავალი პროგნოზის თანახმად, პრაქტიკულად უახლოვდება 2015 წლის შედეგებს და პოტენციურად ის შეიძლება გახდეს მასშტაბით (სიუხვით) მეორე მთელი ისტორიის განმავლობაში.

მარცვლეული კულტურების წარმოების პროგნოზის გაუმჯობესება, მთელ რიგ მწარმოებელ ქვეყნებში კულტურებისთვის სასიკეთო ზამთრის ამინდებმა განაპირობა.

ხორბლის მოსალოდნელი მოსავალი 2016 წელს 717 მლნ. ტონა იქნება, რაც მხოლოდ 16 მლნ. ტონით ნაკლებია შარშანდელ მოსავალთან შედარებით.

ასევე გაიზარდა საფურაჟე მარცვლეულის საპროგნოზო მონაცემები (მათ შორის სიმინდის, ქერის…) და ის შეადგენს 1,314 მლრდ. ტონას, რაც მხოლოდ 1%-ით ჩამორჩება, შარშანდელ რეკორდულ მოსავალს.

მარცვლეული კულტურების მსოფლიო მოხმარების ზრდა, მომავალ წლისთვის მხოლოდ 1,1%-ით არის მოსალოდნელი.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1360 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB