მარტში წლიურმა ინფლაციამ 4,1 პროცენტი შეადგინა

14 Views

2016 წლის მარტში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0,3 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) 4,1 პროცენტი შეადგინა.

ქვემოთ წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 1,0 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,30 პროცენტული პუნქტით აისახა.

აღნიშნული კლება უმეტესწილად განპირობებული იყო ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე ფასების 10,0-პროცენტიანი შემცირებით.

გარდა ამისა, შედარებით დაბალი ფასები დაფიქსირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-1,0 პროცენტი); მარტის თვეში ფასების 0,8-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,10 პროცენტული პუნქტით აისახა.

ჯგუფში ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენის ქვეჯგუფზე (-7,4 პროცენტი); ფასების 1,5-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფზე, რამაც 0,10 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა თვიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები ძირითადად გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (2,2 პროცენტი).

ქვემოთ წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2016 წლის მარტის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 10,2 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,96 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები ძირითადად მომატებული იყო სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების (18,7 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11,6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში-ფასები გაიზარდა 14,0 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,84 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა ძირითადად დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე (19,9 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 2,3 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,74 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (13,4 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (8,5 პროცენტი).

ფასების შემცირება დაფიქსირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-9,6 პროცენტი);

ფასები 3,6 პროცენტით შემცირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -0,46 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები ძირითადად შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-11,1 პროცენტი).

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB