მარანს — კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

184 Views

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში მდებარე მარანს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ასურეთის მარანი მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ასურეთში. მარანი 1931 წელს აშენდა ავსტრიელი და გერმანელი ინჟინრების — მაიერისა და პაუერის პროექტით. მშენებლობას ხელმძღვანელობდა ბერძენი ინჟინერი — ივანე მურატიდი.

მარანი შედგება ორი ძირითადი მოცულობისგან — სამხრეთ-ჩრდილოეთ ღერძზე წაგრძელებული ძირითადი ნაწილი, რომელსაც დასავლეთ ფასადზე მძლავრად შვერილი რიზალიტი აქვს, შიდა ეზოს მოიცავს. მას აღმოსავლეთიდან ეკვრის დიდი ზომის სწორკუთხა ნაგებობა.

მისი ინტერიერი აღმოსავლეთ-დასავლეთ ღერძზე წაგრძელებულ სამ დარბაზად არის დაყოფილი. თითოეულ დარბაზს დამოუკიდებელი ორფერდა სახურავი აქვს. შენობის ეზოს მაღალი გალავანი შემოსაზღვრავს. ეზოში შესასვლელი ლითონის ჭიშკრები ზღუდის დასავლეთ და სამხრეთ კედლებშია განთავსებული.

მარანი ერთსართულიანია სარდაფითა და მანსარდით. არაერთგვაროვანი რელიეფის გამო სარდაფს ჩრდილოეთი და დასავლეთი მხრიდან ნახავარსადრაფის სახე აქვს, ხოლო სამხრეთი მხრიდან შენობა ორსართულიანია.

პირველი სართული სარდაფის საყრდენი კედელია, რომელიც მძლავრი კონტრფორსებით არის გამაგრებული. მეორე სართულის წინ ბეტონის იატაკიანი დიდი ტერასაა მოწყობილი. მარნის მიწისქვეშა სართულში ქვის კამაროვანი გვირაბებია მოწყობილი. აქვეა განთავსებული ღვინის შესანახი საცავი.

მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტის მხრივ და სივრცითი ორგანიზების თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს შენობის დასავლეთ მონაკვეთში, რიზალიტის ფარგლებში განთავსებული დახურული შიდა ეზო. მის პირველ სართულზე სარდაფის გვირაბების ნახევარწრიული ღიობები გამოდის, ხოლო მეორეზე ის ოთხი მხრიდან ხისრიკულებიანი მოაჯირით არის მოსაზღვრული.

მარნის უკანა მონაკვეთი სამ ძირითად დარბაზად არის დაყოფილი. ყველა ოთახს ხის ძელებით აწყობილი ჭერი აქვს. იატაკი ქვის ფილებით არის მოპირკეთებული. შენობის ყველა ოთახს კრამიტით დაბურული დამოუკიდებელი სახურავი აქვს. ისინი ხის ნივნივებზეა გამართული. სახურავის ფრონტონის არეები შეფიცრულია.

მარანი ადგილობრივი ქვის კვადრებით არის ნაგები. კვადრებს შორის სივრცეს დეკორატიული ნალესობა ავსებს. ცოკოლის არეზე სუფთად გათლილი ბაზალტის ფილებია გაკრული, ხოლო სარდაფის მშვილდთაღოვანი ღიობების მოსაპირკეთებლად რუსტირებული ქვებია გამოყენებული.

მარანი გერმანული კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია საქართველოში.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ლიახვის ნაკრძალი — ბიომრავალფეროვნება
346 Views

ლიახვის ნაკრძალი ფლორა   ლიახვის ნაკრძალში დაცულია აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთული კალთებისათვის დამახასიათებელი მთისა და მაღალმთის მცენარეულობა: ტყის ზედა სარტყელში გავრცელებულია წიფლნარი, ქვედა სარტყელში

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ბაბუაწვერა — სამკურნალო მცენარე, ნაყენის რეცეპტი
2391 Views

ბაბუაწვერა (ლათ.Taraxacum officinale Wigg) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა ოჯახიდან, სიმაღლით 5-50 სმ. მთავარღერძიან ფესვთა სისტემას აქვს კარგად განვითარებული მთავარი ფესვი, სიგრძით 60 სმ-მდე. დიამეტრით 2 სმ-მდე. სხვადასხვა

სრულად
აგროკავკასია FB