მანდარინის მოსავლის აღება-რეალიზაციის პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა

32 Views Comment Off

საქართველოში მანდარინის მოსავლის აღება-რეალიზაციის პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. 10 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 9281.67 ტონა სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია 1747.5 ტონა (სულ 11029,17 ტონა).

სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 349 500 ლარს შეადგენს (აქედან სახელმწიფო სუბსიდის თანხა 174 750 ლარია).

ამ ეტაპზე მანდარინის გადამუშავებას აწარმოებს სამი ქარხანა: ქ.ქობულეთში შპს Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შპს GEO-Flowers.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშეწყობ ღონისძიებას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ.

საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, წელს სეზონზე აჭარასა და გურიაში მანდარინის ჩაბარება შესაძლებელია 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონში.

სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი (78,83% — 7387 ტონა), უკრაინა (12,95% — 1202 ტონა), სომხეთი ( 4,27% — 396 ტონა), აზერბაიჯანი (1,52% — 141 ტონა), ყაზახეთი (1,40% — 130 ტონა), ბელორუსია ( 0,87% — 81ტონა), სხვა ქვეყნები (0,16% — 15 ტონა).

მიმდინარე წელს, საპროგნოზო მონაცემებით, მანდარინის მოსავალი 115 500-მდე ტონა იქნება.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1547 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB