მანდარინის ექსპორტი 26 061 ტონამდე გაიზარდა

35 Views Comment Off

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ  და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ ,,ნარინჯისფერი რთველის“ შედეგები შეაჯამეს. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ოთარ დანელიამ წლევანდელი ციტრუსის სეზონი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ 2015 წლის ,,ნარინჯისფერი რთველი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.

,,წელს ციტრუსის სეზონი ორგანიზებულად, შეფერხებების გარეშე წარიმართა. შედეგებით და ციფრებით  თუ ვიმსჯელებთ, ჩვენმა მიდგომებმა გაამართლა და სწორი მიმართულებით მივდივართ. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელთან შედარებით, წელს დაახლოებით 4 000 ტონით მეტი მანდარინის ექსპორტი განხორციელდა. მნიშვნელოვანი დადებითი შედეგებია გადამამუშავებელი საწარმოების სტანდარტიზაციის მიმართულებით. საქართველოში  ფაქტობრივად ყველა სტანდარტის დაკმაყოფილება უკვე შესაძლებელია“, — განაცხადა ოთარ დანელიამ.

დღეის მონაცემებით,  ქვეყნიდან ექსპორტირებულია 26 061 ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია 9 000 ტონამდე ციტრუსი.

სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 1 827 744 ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 894 325 ლარია.

სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი 20 389ტ. (78.23 %), უკრაინა 3 878 ტ. (14.88 %), სომხეთი 785 ტ. (3.01 %), აზერბაიჯანი 247 ტ. (0.95 %), ყაზახეთი 447 ტ. (1.72 %), ბელარუსი 242 ტ. (0.93 %), სხვა ქვეყნები 74 ტ. (0.28 %).

მანდარინის მიღება-გადამუშავებას ახორციელებს ექვსი ქარხანა: ქობულეთში — Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ქედაში დაემატა შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა“, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში GEO-Flowers, ჩოხატაურში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური“ და გორში შპს ,,გსქ კულა“.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი — ჯანმრთელი კვება
2557 Views

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად შეთვისებადი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს, ნებისმიერი ასაკის ორგანიზმის ზრდისა და ფუნქციონირებისათვის. საქონლის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1343 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB