მაღალმთიან რეგიონებს ნერგები საჩუქრად გადაეცათ

364 Views

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ეროვნულ საშენ მეურნეობას მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან ერთად სტუმრობდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს რეგიონებს წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგები საჩუქრად გადაეცემათ.

ეროვნული საშენი მეურნეობიდან საქართველოს 4 რეგიონს ჯამში 4000-მდე, ხოლო საქართველოსსაპატრიარქოს 1500 ნერგი გადაეცა.

აღნიშნული სახეობები ჩრდილოური წარმოშობისაა, ხასიათდება ყინვაგამძლეობით. შესაბამისად, რეკომენდირებულია საქართველოს მაღალი კლიმატური პირობების მქონე რეგიონებისათვის.

ეროვნული საშენი მეურნეობიდან მცხეთა-მთიანეთის რეგიონისთვის 770 — არყის, 253 — ფიჭვის, 120 — ნაძვის სახეობის ნერგი გამოიყოფა;

რაჭა-ლეჩხუმს 490 — არყის, 645 ფიჭვისა და 130 ნაძვის ნერგი გადაეცა;

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონისთვის კი 120 – 120 არყისა და ფიჭვის, ასევე 40 — ნაძვის ნერგი გადაეცა;

სამცხე-ჯავახეთის რეგიონს 490 — არყის, 645- ფიჭვის და 130 ნაძვის ხის ნერგი გადაეცა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2146 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB