მაღალმთიან აჭარაში საოჯახო ტურიზმის ტრენინგები დაიწყო

81 Views

მაღალმთიან აჭარაში, პროექტის «ტურიზმის განვითარების სკოლის» ფარგლებში ტრენინგები დაიწყო. პირველ ეტაპზე, საოჯახო-სასტუმრო სახლების საერთაშორისო სტანდარტებს, მაჭახელას ხეობაში არსებული საოჯახო სახლების მეპატრონეები გაეცნენ.

სამდღიანი ტრენინგ-მოდულებისას მონაწილეებს ისეთი თემების შესახებ ჩაუტარდათ თეორიული და პრაქტიკული სწავლება, როგორებიცაა მომსახურების სტანდარტები, მარკეტინგი და კალკულაცია, სამეწარმეო და ფინანსური საკითხები, ასევე დასუფთავების სამსახურის სდანდარტები, კვების ორგანიზება, სოციალური ქსელები და მათი მნიშვნელობა გაყიდვებისთვის.

ტრენინგების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა გადასცა, რომელმაც ტრენინგზე ყურადღება სოფლის ტურიზმის განვითარების საქმეში მომსახურების ხარისხის ამაღლებასა და ამ კუთხით საოჯახო-სასტუმრო სახლების ჩართულობაზე გაამახვილა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალი პროექტის „ტურიზმის განვითარების სკოლა“ ფარგლებში მაღალმთიან აჭარაში 200 ადამიანის გადამზადება მაისის შუა რიცხვებამდე იგეგმება.

ტრენინგებს გერმანელ ექსპერტ ულიხ ტროსიენთან ერთად, რეგიონში ტურისტული ბიზნესის წარმატებული  ტრენერები ერთი თვის განმავლობაში ჩაატარებენ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები
1179 Views

ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, იზრდება ადგილობრივ ფერმერებთან პირდაპირი კავშირების საჭიროება. ხშირად მომხმარებელისთვის ძნელია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა პროდუქტზე, გარდა ამისა სიძნელეს ქმნის რაოდენობაც. თუ მომხმარებელს, გარკვეული

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
3224 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ  და წითელ კუნელს. კუნელი განეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. იგი მაღალი ბუჩქია, იშვიათად ბუჩქნარი, უბეში მოთავსებული ეკლებით. ფოთლები

სრულად
აგროკავკასია FB