ლევან დავითაშვილი კახეთში ბრიკეტების წარმოებას გაეცნო

510 Views

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ბრიკეტების საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დაათვალიერა.

ეროვნული საშენი მეურნეობის დაქვემდებარებაში მყოფი ბრიკეტების საწარმოს მშენებლობის პროექტი მწვანეთა მოძრაობის „დედამიწის მეგობრები“ და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დახმარებით განხორციელდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყანაში ეკოლოგიურად სუფთა საწვავის ბრიკეტების წარმოების ხელშეწყობაზე მუშაობს.

„ჩვენთვის პრიორიტეტია ტყეზე ზეწოლის შემცირება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ალტერნატიული საწვავი საშუალებების წარმოების განვითარებას შევუწყოთ ხელი. ერთ-ერთი ასეთ საშუალება, რომელიც ევროპაში დიდი ხანია უკვე არსებობს, ნარჩენებისგან დამზადებული ბრიკეტებია.

ბრიკეტები მაღალი თბოუნარიანობითაც გამოირჩევა და ეკოლოგიურად სუფთაა. მნიშვნელოვანია, რომ ბრიკეტი ჩაანაცვლებს შეშას, ამიტომ მისი წარმოება სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალურად წახალისებული იქნება. სამთავრობო ცვლილებებით, ტყეში ნარჩენებზე წვდომის შესაძლებლობა მთელ რიგ საწარმოებს ეძლევათ, რაც, გარდა ბრიკეტების წარმოების ხელშეწყობისა, ტყის სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბრიკეტების დამამზადებელ კერძო საწარმოსაც, შპს „კერას“ ესტუმრა და წარმოების პროცესს გაეცნო. ლევან დავითაშვილმა სიმბოლურად ერთი შეკვრა ბრიკეტი, რომელიც მთელი წლის მარაგია, სოფელ ალვანის საბავშვო ბაღში მიიტანა.

კახეთში ბრიკეტების საწარმოები, მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, ეროვნული საშენი მეურნეობის დირექტორმა რევაზ ბეჟაშვილმა, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა, სატყეო სააგენტოსა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსებმა, გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

იხილეთ: როგორ ვაწარმოოთ ბიომასის ბრიკეტები – შეშის საუკეთესო ალტერნატივა

51Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB