„ლაქტალისის“ ბავშვთა კვების პროდუქტებს ქსელიდან ამოიღებენ

66 Views Comment Off

„ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქტები ქსელიდან სრულად იქნება ამოღებული. ინფორმაციას საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიიღო ახალი შეტყობინება, რომელიც ეხება პრევენციული ღონისძიებების მიზნით, ფრანგული კომპანია „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ 2017 წლის 15 თებერვლის შემდეგ წარმოებული ბავშვთა კვების პროდუქტების სარეალიზაციო ქსელიდან სრულად ამოღების ვალდებულებას.

აღნიშნული შეტყობინება ყველა იმ ქვეყანას გაეგზავნა, სადაც ხდება აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის იმპორტი.

სააგენტოს მითითებით და ზედამხედველობით, ფრანგული კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში — „ლაქტალის ჯორჯია“, „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ წარმოებული ყველა სახის პროდუქტის ქსელიდან ამოღებას ახორციელებს.

საქართველოში „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ წარმოების მხოლოდ „სელიას“ ბრენდის შემდეგი პროდუქტებია იმპორტირებული:

  • CELI LF NEUTRE 400G X12 PROMAT;
  • CELIA Expert 1 400g ;
  • CELIA Expert 1 900g ;
  • CELIA Expert 2 900g ;
  • CELI EXPERT 2 400 g ;
  • CELI EXPERT 3 900 g ;
  • CELI EXPERT 3 400g;
  • CELIA Nutrition 1 300g ;
  • CELIA Nutrition 3 300g ;
  • CELIA PRE 400g ;
  • CELI AR 400g ;
  • CELI HA NEUTRE 400g ;
  • CELI MAMA 400g ;
  • CELIA AD 350g ;
  • CELIA Digest 400g ;
  • CELI ALLERNUTRI PEPTIDE FRAR 12X400G ALG ;
  • CELI AR LBG B 400G X12 ALG ;
  • CELI AD 350GX12 AVEC LACT NEUTRE PROMAT ;
  • CELI PREMA 400G x12 NV SS PAL NEUTRE ;
  • CELI DIGEST 400G X12 PROMAT ;
  • CELI ALLERNUTRI PEPTIDE FRAR 12X400G ALG ;
  • CELI AR LBG B 400G X12 ALG ;
  • CELI PREMA 400G x12 NV SS PAL NEUTRE

აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღების პროცესი უკვე მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან მიღებული წინა შეტყობინების საფუძველზე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავალა ბიზნესოპერატორს, შეეჩერებინა ორგანიზაციის დანართში მითითებული „სელიას“ პროდუქციის პარტიების რეალიზაცია და სარეალიზაციო ქსელიდან მისი ამოღება.

11 დეკემბერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელა შეტყობინება „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ 2017 წლის 15 თებერვლიდან წარმოებული პარტიების რეალიზაციის შეჩერების შესახებ ყველა ქვეყანაში, სადაც ექსპორტი ხორციელდებოდა.

აღნიშნულის საფუძველს წარმოადგენდა საფრანგეთში, მიმდინარე წლის აგვისტო-ნოემბრის პერიოდში „სალმონელა აგონათი“ ბავშვების ინფიცირების 26 შემთხვევა.

ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად, ეჭვი მიიტანეს „ლაქტალის ინთერნეიშენალის“ მიერ წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებზე- Picot Lait Picot SL sans Lactose 350 g,; Milumel Bio 1 900g;, Picot peptide junior sans Lactose 460g.

დასახელებული ბრენდებიდან „პიკოს“ და „მილუმელის“ პროდუქციის იმპორტი საქართველოში არ ხდება. თუმცა, პრევენციის მიზნით, გამოთხოვილი სურსათის ჩამონათვალში აღმოჩნდა ბრენდ „სელიას“ რამდენიმე პარტია და საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, პროდუქციის რეალიზაცია მაშინვე შეჩერდა.

გაუზიარეთ მეგობრებს

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
მებაღეობით გატაცებული ხელოვანის ფერმერული გზა
945 Views

კახეთში ვიყავით ზეთისხილის ნერგების სანახავად. ჩვენი ექსკურსიამძღოლი (დავარქვათ ასე) კახელი გახლდათ, ხელისგულივით ვიცნობ მთელ კახეთსო და ჩვენც დაკარგვის არ გვეშინოდა. თბილისიდან კახეთამდე დიდი გზა გვედო, ჰოდა საუბრისას აღმოვაჩინე, რომ კახეთში, ჩვენს გიდთან სტუმრობისას ოჯახის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
69 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB