ლაბორატორიაში თაფლის კვლევების ჩამონათვალი გაიზარდა

575 Views

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიაში თაფლის კვლევების ჩამონათვალი გაიზარდა.

ლაბორატორიის სპეციალისტებმა შეისწავლეს და დანერგეს ახალი კვლევის მეთოდები, რომლითაც შესაძლებელია თაფლის უვნებლობის მაჩვენებლების განსაზღვრა. ამჟამად, ლაბორატორიაში საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების ჩამონათვალში თაფლის უვნებლობის 77 პარამეტრია შესული.

პარალელურად, ლაბორატორიაში ტარდება თაფლის კვლევა ყველა ხარისხობრივ მაჩვენებელზე. ახლად დანერგილი კვლევების ჩამონათვალში შესულია შემდეგი პარამეტრები: ფოსფორორგანული და ქლორორგანული პესტიციდების ჯგუფი, ანტიბიოტიკების ჯგუფი, როგორიცაა ქლორამფენიკოლი, ტეტრაციკლინი, ნიტროიმიდაზოლები და სხვა. ამასთანავე, ლაბორატორია მომხმარებლებს სთავაზობს „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ნიმუშის მიღებას.

ის პარამეტრები, რომლებიც ამ ეტაპზე არ არის დანერგილი ლაბორატორიაში, შესაძლებელია ჩატარდეს საზღვარგარეთის აკრედიტირებულ ლაბორატიორიაში, რომლის ტრანსპორტირების ორგანიზებას თავად ლაბორატორია მოახდენს და გასცემს ერთ საერთო ანალიზის პასუხს.

თაფლის გამოკვლევა უვნებლობის პარამეტრებზე ხდება მხოლოდ თბილისის ლაბორატორიაში, თუმცა მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 10 რეგიონში განლაგებულ ლაბორატორიაში დატოვოს ნიმუში, რომლის ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს ლაბორატორია და კვლევის შედეგებს რეგიონში მცხოვრებ პირებს მიაწვდის ადგილზე.

ლაბორატორიაში კვლევების ნუსხას სხვა მიმართულების კვლევები ეტაპობრივად დაემატება. ლაბორატორიის თანამშრომლებს ახალი მეთოდების დანერგვის პროცესში დახმარებას საერთაშორისო ექსპერტები უწევენ.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას 2013 წლიდან საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს მიერ ISO 17025 სტანდარტზე მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია. 2018 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ლაბორატორიამ წარმატებით გაიარა რე-აკრედიტაციის პროცესი.

შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის შედეგები ვალიდურია (აღიარებულია) არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზეც. ამის დასადასტურებლად, ლაბორატორიის სპეციალისტები პერმანენტულად გადიან პროფესიულ ტესტირებებს.

პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამა, ანუ გარე ხარისხის კონტროლის სქემებში მონაწილეობა, წარმოადგენს როგორც ლაბორატორიის მიერ დამკვეთისათვის კვლევის შედეგის უტყუარობის და ვალიდურობის ობიექტურ დადასტურებას, ასევე აკრედიტაციის შენარჩუნების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას.

მომხმარებლებს კვლევების ზუსტი ჩამონათვალის და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ ეწვიონ ლაბორატორიის ვებ-გვერდს მისამართზე: www.lma.gov.ge, ან დარეკონ ცხელ ხაზზე — 1501.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
550 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB