ლაბორატორიამ პირველადი დასკვნით აკრედიტაცია წარმატებით გაიარა

43 Views Comment Off

სსიპ „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ“ პირველადი დასკვნით აკრედიტაცია წარმატებით გაიარა.

ლაბორატორიაში ვიზიტით მყოფმა საერთაშორისო ექსპერტებმა ახლად დანერგილი მეთოდების სტანდარტთან შესაბამისობა დადებითად შეაფასეს.

შეგახსენებთ, რომ 17-იდან 22 იანვრის ჩათვლით საერთაშორისო აღიარების მქონე, მაკრედიტებელი ორგანოს ANAB-ის სპეციალისტები, აკვირდებოდნენ თუ რამდენად პასუხობს ლაბორატორიაში ახლად დანერგილი მეთოდები საერთაშორისო სტანდარტს.

საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება ხანგრძლივ პროცედურებს მოითხოვს.

2014 წლის მარტში ANAB-მა „ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას“ ISO 17 025 სტანდარტზე მიანიჭა აკრედიტაცია, რაც საერთაშორისოდ აღიარებულს ხდის აკრედიტირებული კვლევების შედეგებს-აქ მიღებული ანალიზის შედეგი აბსოლუტურად სანდო/სარწმუნოა და იდენტურია იმისა, რასაც მიიღებდა დამკვეთი საზღვარგარეთ არსებულ იგივე მეთოდზე, იგივე სტანდარტით აკრედიტირებულ ლაბორატორიაში.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია“ ასევე ფლობს ISO 9001:2008 ხარისხის მართვის სერტიფიკატს.

სააკრედიტაციო აუდიტის საგანი — სხვა კვლევებთან ერთად — იყო 2015 წელს დანერგილი ანალიზური ქიმიის კვლევები.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB