კოოპერატივმა „თაფლი კოლხური“ მეურნეობა 100 სკით გააფართოვა

81 Views

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ სასოფლო-სამეუნეო კოოპერატივის  „თაფლი კოლხური“ მეპაიეებს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კოოპერატივმა „თაფლი კოლხური“ მეურნეობა გააფართოვა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კოოპერატივს 70 %-იანი  თანადაფინანსებით გადაეცა 100 სკა. მათ შორის ხისა და პოლისტიროლის სკები.

კოოპერატივის თავმჯდომარის მარინე ქარდავას თქმით, კოოპერატივის წევრებს სახელმწიფო  პროგრამაში ჩართულობით  მიეცათ საშუალება გაეახლებინათ ტექნიკური ბაზა, რამაც მათ წარმოების გაზრდის  შესაძლებლობა მისცა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი  „თაფლი კოლხური“  2015 წლიდან საქმიანობს, მასში გაერთიანებულია 11 ადგილობრივი ფერმერი. მათ საფუტკრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში აქვთ მოწყობილი. კოოპერატივში გაერთიანებული მეპაიეების ძირითადი საქმიანობაა  მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის განცხადებით,  სახელწიფო პროგრამა გულისხმობს მიკვლევადობის უზრუნველყოფას, რაც სკებზე სააღრიცხვო ბარათების დამაგრების საშუალებით ხორცილდება.

დღეისათვის, პროგრამის  ფარგლებში მიკვლევადია 46 000 სკაზე მეტი, მათ შორის როგორც კოოპერატივების საკუთრებაში არსებული, ასევე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაცემული სკები.

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში  197  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს  გადაეცა 18 436 სკა, 51 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივიდან თითოეულმა  მიიღო 2200 ლიტრის მოცულობის თაფლის შესანახი ავზები, 48 კოოპერატივს — 48 ერთეული თაფლის საწური ციბრუტი, ხოლო 22 კოოპერატივს 22 ერთეული ფიჭის ასათლელი დანა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2162 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB