კონფერენცია „ბრენდინგის სტრატეგიები“

93 Views Comment Off

დღეს, 27 ოქტომბერს (2016 წ.), გაიხსნა კონფერენცია „ბრენდინგის სტრატეგიები“, რომლის მიზანია ქართველი მეწარმეები და ფერმერები გაეცნონ გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული პროდუქციის უპირატესობებს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ბაზარზე.

კონფერენცია, რომლის ორგანიზატორია საქპატენტი და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია (WIPO), გახსნა WIPO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ ბინინ ვანგმა.

ღონისძიებას ესწრება 120 ზე მეტი მეწარმე და ფერმერი საქართველოს ყველა რეგიონიდან და მიმდინარეობს მსჯელობა გეოგრაფიულ აღნიშვნებზე, როგორც მარკეტინგულ ინსტრუმენტზე ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის, ასევე დიზაინისა და შეფუთვის გამოყენებაზე გეოგრაფიული ადგილის ბრენდინგის სტრატეგიებში, ბრენდების რეპუტაციასა და ბაზარზე მათ იმიჯზე, ასევე, მეწარმეთა ასოციაციების როლზე ეფექტური ბრენდინგის სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართება პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნების გამოფენა-დეგუსტაცია, რომელზეც მუშაობს საქპატენტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „ორიჯინ-ჯორჯია“.

აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობა ითვალისწინებს საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნით დაცვადი პროდუქტების გამოვლენას, მათ ინვენტარიზაციას, სპეციფიკაციების დადგენას და სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფას.

ამ დროისთვის გამოვლენილია 130-მდე პოტენციური გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელთა შორის არის: ტყემალი, კოლხური თხილი, რაჭული ლორი, ხარაგაულის ნიყვი, ჭოპორტის პომიდორი, ლაგოდეხის საზამთრო, კოლხური დაფნა, ხელვაჩაურის მანდარინი, ტაბაწყურის სტაფილო, მარნეულის საადრეო კარტოფილი და სხვა.

კონფერენცია ორი დღე გაგრძელდება და დასრულდება გეოგრაფიული აღნიშვნების საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „OriGin“ და „OriGin საქართველოს“ შორის სალიცენზიო შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიალით.

შეთანხმება ითვალისწინებს ფერმერებისა და მეწარმეების დახმარებას ბრენდინგის, მარკეტინგის, მენეჯმენტის საკითხებში და საერთაშორისო კონტაქტების მოძიებაში.

გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული არეალის სახელი, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის აღსანიშნავად, რომლის განსაკუთრებული თვისებები და ხარისხი უშუალოდ არის განპირობებული ამ გეოგრაფიული ადგილის დამახასიათებელი (ხშირად უნიკალური) გარემო პირობებით (ნიადაგი, წყალი, ჰავა, ტრადიციული წარმოების წესი).

გეოგრაფიული აღნიშვნის მატარებელი პროდუქციის ღირებულება საშუალოდ 2.5 ჯერ აღემატება ანალოგიური სხვა პროდუქტების ფასს და სარგებლობს ბაზარზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნილებით.

გეოგრაფიული აღნიშვნები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნების რეგიონალურ განვითარებაში, კერძოდ მათი გამოყენება:

  • შესაბამის რეგიონებში ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების საგრძნობ ზრდას;
  • ამცირებს რეგიონებიდან სამუშაო ძალის გადინებას და პირიქით, ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ადგილებზე დამაგრებას;
  • ზრდის რეგიონის ცნობადობას და ხელს უწყობს აგრარული ტურიზმის განვითარებას.

გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა წარმოადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ — ერთ სტრატეგიულ მიმართულებას.

ამჟამად საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან 40-ზე მეტი (ღვინო, მინერალური წყალი, ყველი და სხვ.) რეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის დიდი ნაწილი ქართულ ექსპორტზე გადის.

საქპატენტი

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2381 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1450 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB