კომპანია „ბადაგონმა“ ჩინური კომპანიის წინააღმდეგ დავა მოიგო

18 ოქტომბერს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში” გაიმართება პრესკოფერენცია, რომელზეც კომპანია „ბადაგონის“ მიერ ჩინური კომპანიის წინაამღმდეგ მოგებული დავის დეტალები იქნება წარმოდგენილი.

პრესკონფერენციას, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე, კომპანიის „ბადაგონი” დამფუძნებელი გიორგი სალაყაია და ადვოკატი, იურიდიული კომპანიის „ასათიანი და ადვოკატები” მმართველი პარტნიორი დავით ასათიანი გამართავენ.

კომპანია „ბადაგონმა” ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყების დავების განმხილველ საბჭოში ჩინური კომპანიის წინააღმდეგ დავა მოიგო, რაც სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ ჩინეთის ბაზარზე ქართული კომპანიის მიერ დავის მოგების პირველი პრეცედენტია.

აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს ქართული ბრენდების ჩინეთის უმსხვილეს ბაზარზე რეგისტრაციის გამარტივებას და, შედეგად, ქართული, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე შეუფერხებელ რეალიზაციას.

თქვენი რეკლამა