„გვესოს ფერმა“ თხის ყველის მწაროებელი წარმატებული კოოპერატივი

თხის, ყველი, გვესოს, ფერმა, ცაგერი

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ გვესოში მოქმედი სასოფლო-სამეურნეო კოოპერტივის, „გვესოს ფერმა“ თხის ყველი ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია.

„ჩვენი კოოპერატივი ლეჩხუმში საქმიანობს, ამიტომაც ჩვენი სავიზიტო ბარათი უსახელოურში დაძველებული ყველია. ასევე ვავარგებთ ყველს პიტნაში, წიწაკაში, ნახშირში, ტრადიციულ სვანურ სანელებელში, გირცულში და ვაწარმოებთ კლასიკურ ყველსაც“, – აცხადებს კოოპერატივის თავმჯდომარე, ნატო ბენდელიანი. მისივე თქმით, „გვესოს ფერმის“ საქმიანობა სახელმწიფოს დახმარებით უფრო ეფექტიანი გახდა და განვითარების მეტი შესაძლებლობა მიეცა.

კოოპერატივის წევრები წელს, კენკრაში დავარგებული ყველის დამზადებასაც გეგმავენ. ნატო ბენდელიანის თქმით, წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაც იგეგმება, რაც კოოპერატივის საქმიანობის შედეგზე დადებითად აისახება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გვესოს ფერმა“ 2018 წლიდან საქმიანობს. კოოპერატივი 5 მეპაიეს აერთიანებს, რომელთა უმეტესობაც ქალია.

თხის, ყველი, გვესოს, ფერმა, ცაგერი

კოოპერაციულ საწარმოში 6 ადგილობრივია დასაქმებული. კოოპერატივის წევრთა საკუთრებაში 200-ზე მეტი თხაა.

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2018 წელს, „გვესოს ფერმას“ რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოო აღჭურვილობა და თხის საწველი აპარატურა უსასყიდლოდ გადაეცა.

სახელმწიფო პროგრამაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის თანამონაწილეობის შედეგად შენობა-ნაგებობი აშენდა, რომელშიც პროგრამის ფარგლებში გადაცემული აღჭურვილობა განთავსდა.

თხის, ყველი, გვესოს, ფერმა, ცაგერი

წყარო: „ჩვენი სოფელი“

თქვენი რეკლამა