ხრამ-არხის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია

75 Views

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ხრამ-არხის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, რომლის შედეგად მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საირიგაციო მომსახურება გაუმჯობესდება.

სამუშაოების მიმდინარეობა შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან დვალმა და ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორმა, პაატა ხიზანაშვილმა მოინახულეს.

ლევან დვალის განცხადებით, მიმდინარე სამუშაოების შედეგად, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 4 000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი.

„30 წელზე მეტია ხრამ-არზე სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. მიმდინარე რეაბილიტაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, ვინაიდან ხელს შეუწყობს მოსავლიანობის ზრდას.»-აღნიშნა პაატა ხიზანაშვილმა.

2012 წლიდან ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 23 სარეაბილიტაციო პროექტი. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 46 250 ჰეტქრამდეა გაზრდილი.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
550 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB