ხორბლის ფქვილის მწარმოებლებს ახალი რეგულაციის დეტალები გააცნეს

22 Views Comment Off

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ფქვილის მწარმოებლებს ახალი რეგულაციის დეტალები გააცნეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, სასტუმრო ”ბომონდ გარდენში” გაიმართა შეხვედრა ხორბლის ფქვილის მწარმოებელ-გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორებთან და მსხვილ იმპორტიორებთან.

სააგენტოს უფროსმა ზაზა დოლიძემ მოწვეულ სტუმრებს მთავრობის N376 დადგენილების დეტალები გააცნო და ისაუბრა ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მნიშვნელობაზე, რაც, პირველ რიგში, მომხმარებლის უფლებების დაცვისკენ არის მიმართული.

სააგენტოს უფროსის მოადგილემ თენგიზ კალანდაძემ და სურსათის დეპარტამენტის უფროსმა კახა სოხაძემ ბიზნესოპერატორებს მიაწოდეს ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული ხორბლის ფქვილის ეტიკეტირების, დასაშვები ინგრედიენტებისა და ჰიგიენის ზოგადი მოთხოვნების შესახებ.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა.

ბიზნესოპერატორებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები უშუალოდ იმ პირებისაგან მოისმინეს, ვინც რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს.

საქართველოს მთავრობის N376 დადგენილებით, 1 სექტემბრიდან ამოქმედდება „ხორბლის ფქვილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი», რომლის თანახმადაც, ბიზნესოპერატორის მიერ ხორბლის ფქვილის წარმოების, გადამუშავებისა და ბაზარზე განთავსების პირობები იცვლება.
ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას. ტექნიკური რეგლამენტით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით,

რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე ქვეყნის ფარგლებში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო იმპორტზე ზედამხედველობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ეკისრება.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB