„ხორბლის მინდვრის დღე 2018“ – მიმდინარეობს რეგისტრაცია

ხორბლის, დღე, კახეთი

თუ მოგყავთ ხორბალი, ბრძანდებით წისქვილის ან საცხობის წარმომადგენელი და დაინტერესებული ხართ ხორბლის კულტურით, ეს ღონისძიება თქვენთვისაა!

„აგროსფერო“-ს ღონისძიება, „ხორბლის მინდვრის დღე 2018“ 29 მაისს დილის 12:00-ზე დედოფლისწყაროში გაიმართება.

სადემონსტრაციო ნაკვეთში წარმოდგენილი იქნება 8 სახეობის ხორბალი, 2 სახეობის ქერი და ტრიტიკალე.

ღონისძიებას წარუძღვებიან „აგროსფეროს“ პარტნიორი ავსტრიული კომპანიის, SAATBAU-ს წარმომადგენელი, ბატონი კარლ ფიშერი და სხვა სპეციალისტები.

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია არაუგვიანეს 21 მაისისა.

ზუსტი ლოკაციის სანახავად:

შეგიძლიათ გამოიყენოთ GPS კოორდინატები: 41.4005556,46.1813889

ან ეწვიოთ ბმულს Google Map-ზე გადასასვლელად: https://goo.gl/MHrhwg

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://goo.gl/forms/b4FgQA8BtHBMqjf73

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დარეკოთ ცხელ ხაზზე: 0322 500 900

აგროსფეროს საკონტაქტო ინფორმაცია:

კახეთის გზატკეცილი N 155
ცხელი ხაზი: +995 32 2500 900
ტელ:   +995 32 2473003
ელ-ფოსტა: info@noblex.ge

საიტი: http://agrosphere.ge/ge/

თქვენი რეკლამა