ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი მეურნეობა ზუგდიდის რაიონში

123 Views

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა, შპს „ვაგომ“ ხილისა და ბოსტნეულის შემნახველი 100 კვ.მ მაცივარი მოაწყო.

შემნახველი მეურნეობა ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში მდებარეობს. მეურნეობის მოსაწყობად 34 300 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 13 720 ლარი ფერმერმა გრანტის სახით მიიღო.

ახლად ამოქმედებული შემნახველი საწარმო, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს საგრანტო მენეჯერმა, თორნიკე კაპანაძემ და ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ მოინახულეს.

„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ მენეჯერის, თორნიკე კაპანაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ, სახელმწიფოს დახმარებით, ზუგდიდის რაიონში აქტიურად ვითარდება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და იქმნება დარგისთვის მნიშვნელოვანი შემნახველი ინფრასტრუქტურა.

შპს „ვაგო“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროექტით, „შეღავათიანი აგროკრედიტით“ სარგებლობს და მის ფარგლებში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო აქვს შექმნილი.

„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით ახორციელებს.

პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს.

პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40%-ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა — 60% -ს.

პროექტის დაწყებიდან დღემდე, დაფინანსება 125 ბენეფიციარმა მიიღო, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობამ 2 750 000 ლარს გადააჭარბა.

გაუზიარეთ მეგობრებს

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები
977 Views

ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, იზრდება ადგილობრივ ფერმერებთან პირდაპირი კავშირების საჭიროება. ხშირად მომხმარებელისთვის ძნელია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა პროდუქტზე, გარდა ამისა სიძნელეს ქმნის რაოდენობაც. თუ მომხმარებელს, გარკვეული

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ქლიავი — სასარგებლო და სამკურნალო თვისებები
154 Views

ქლიავი (Prunus domestica) – სამკურნალოდ გამოიყენება ნედლი ნაყოფი, ფოთოლი და ჩირი. თავისი კვებითი ღირებულების წყალობით, ქლიავი ნერვულ სისტემას ამაგრებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. ორგანიზმს წმენდს და მის ვიტამინურ მარაგს ავსებს. ქლიავი თავისი დიდებული ბიოლოგიური თვისებებით ფართოდ

სრულად
აგროკავკასია FB