ხამონის წარმოებისთვის კახეთში და რაჭაში ღორის ფერმები აშენდება

733 Views

საპარტნიორო ფონდსა და კომპანია — NATIVE GEORGIAN-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, საქართველოში დაიწყება მსოფლიოში ცნობილი ბრენდის — ხამონის წარმოება.

ხამონი (ესპ. jamón) სპეციალური შავი ფერის ღორის ჯიშიდან წარმოებული ლორია, რომელსაც მხოლოდ ესპანეთსა და პორტუგალიაში აწარმოებენ და მსოფლიოშია აღიარებული.

მემორანდუმის ფარგლებში, NATIVE GEORGIAN ადგილობრივ ფერმერებთან ერთად შექმნის ღორების ფერმას, ერთს კახეთში და მეორეს რაჭაში, ყოველწლიური 9 000 ღორის წარმადობით.

კომპანია გეგმავს, 1.200 შერჩეული დედა ღორის მოშენებას 6 წლის მანძილზე. კომპანია აპირებს საქართველოში წარმოებული ღორის ხორცის საერთაშორისო ბაზრებზე კომერციალიზაციას.

„ეს არის მსოფლიოში უმსხვილესი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია. მათ გასული საუკუნის 20-იან წლებში გადაშენების პირას მყოფი ესპანური შავი ფერის ღორის ხორციდან უგემრიელესი ლორის წარმოება დაიწყეს და მსოფლიოში ერთ-ერთი მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქტი შექმნეს…“- განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ

ესპანელი ბიზნესმენები საქართველოში უკვე რამდენჯერმე იყვნენ, ლაბორატორიულმა  შესწავლამ აჩვენა, რომ საქართველოში აღმოჩნდა ისეთი ჯიში (კახური ღორი), რომელიც ესპანურ ღორის ჯიშის გენოტიპთან ძალიან ახლოს დგას.

NATIVE GEORGIAN-ი ესპანელი ბიზნესმენების მიერ საქართველოში ახლად დაფუძნებული კომპანიაა. ისინი ესპანეთში DERAZA IBERICO-ს ფლობენ. ესპანური DERAZA IBERICO მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ხორცპროდუქტების მწარმოებელ კომპანიად არის აღიარებული.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2162 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB