კავკასიის რეგიონში მიწის დეგრადაციის საკითხს NASA შეისწავლის

198 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა NASA-ს (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო, აშშ) მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.

სამეცნიერო ცენტრი NASA-სთან ერთობლივ პროექტს განახორციელებს, რომლის მიზანსაც კავკასიის რეგიონში მიწის დეგრადაციის შესწავლა წარმოადგენს, ძირითადად ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებული გამოსახულებების ანალიზის საფუძველზე. გამოყენებული იქნება NASA-ს კუთვნილი თანამგზავრი Landsat და ESA-ს (ევროპის კოსმოსური სააგენტო) უახლესი თანამგზავრი Sentinel 2.

კვლევის დროს, კავკასიის რეგიონისთვის პირველად იქნება გამოყენებული ისტორიული მონაცემები, რომელიც XX საუკუნის 60-70-წლებში ამერიკული თანამგზავრიდანაა გადაღებული. აღნიშნული შესაძლებლობას იძლევა მიწის დეგრადაცია და მიწათსარგებლობის ცვლილება დროის ხანგძლივ მონაკვეთში შეფასდეს.

პროექტის წამყვანი ორგანიზაცია ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტია (აშშ), ხოლო პარტნიორები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად, კალიფორნიის უნივერსიტეტი (ბერკლი, აშშ), ჰუმბოლტის უნივერსიტეტი (ბერლინი, გერმანია), ტრანსილვანიის უნივერსიტეტი (ბრაშოვი, რუმინეთი), ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), ერევნის სახელმწიფო უნივერისტეტი (სომხეთი) და აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია (აზერბაიჯანი) არიან.

სამწლიანი პროექტის შედეგები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნდება, ხოლო საბოლოო პროდუქტი, რუკების სახით, ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის ვებპორტალის საშუალებით იქნება.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1360 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB