კარტოფილის კიბოს მიმართ რეზისტენტული ჯიშების კვლევა ხულოში

53 Views

ხულოს გამგეობის ანგარიშის მიხედვით მუნიციპალიტეტში არსებულ სოფლებში გამოვლინდა დაავადება, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს კარტოფილის მოსავლიანობას.

ჩატარებული კვლევის შედეგად ნიადაგში აღმოჩნდა ე.წ. „კარტოფილის კიბო“ რომელიც ცნობილია კარტოფილზე მძიმე მავნებლური თვისებებითა და გამძლეობით.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლების მიერ დაიგეგმა რეზისტენტული თვისებებით გამორჩეული კარტოფილის ჯიშების მოძიება და მათი ადგილობრივ მოსახლეობაზე გავრცელება.

ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევის პირველი ფაზა, რის მიხედვითაც ხულოს მუნიცპალიტეტის 3 სოფელში, არსებულ საცდელ ნაკვეთებზე კარტოფილის 13 სხვადასხვა რეზისტენტული ჯიში და კლონი დაითესა.

დათესილია კარტოფილის ელიტური ჯიშები: მარფონა, მარაბელი, მესხური, აგრია, მესხური წითელი, და ჯავახეთური. ადგილობრივ ჯიშებთან ერთად კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის 3 კლონი (21, 22, 24) და ჰოლანდიური ჯიშები: სილვანა, ფაბულა და ფარიდა გამოიცდება.

2016 წლის შემოდგომაზე მოხდება დათესილი მოსავლის აღება და შემდგომ მისი ლაბორატორიული კვლევა.

კვლევითი ცენტრის — მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსის ზურაბ ხიდეშელის განმარტებით, დათესილი კარტოფილიდან ახლო მომავალში გამოვლინდება „კარტოფილის კიბოს“ რეზისტენტული და ადგილორივ პირობებისათვის ყველაზე ხელსაყრელი ჯიშები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით ახლო პერიოდში მოხდება სათესლე კართოფილის ადგილობრივ ფერმერებზე გადაცემა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1289 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3605 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB