„კარტლისის“ სიმინდის წარმოების ახალი, ინტენსიური ტექნოლოგია

კომპანია „კარტლისმა“ გორის რაიონის სოფელ ბერბუკში, ღია კარის დღე გამართა, სადაც ფერმერებს, მედიის წარმომადგენლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს სიმინდის წარმოების ახალ ტექნოლოგია გააცნო.

იმ ქვეყნებისგან განსხვავებით სადაც სოფლის მეურნეობა განვითარებულია და აქტიურად ხდება ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, საქართველოში სიმინდის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 2,7 ტონას არ აღემატება (2016 წლის მონაცემები).

აქედან გამომდინარე ძნელია კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოება და შრომის ეფექტური კონვერტაცია.

კომპანია „კარტლისის“ წარმომადგენელთა თქმით, 2 წლის მანძილზე მუშავდებოდა სიმინდის მოყვანის ახალი, ინტენსიური ტექნოლოგია, რომელსაც სიმინდის მოსავლიანობის  გაზრდა მნიშვნელოვნად შეუძლია.

აღნიშნული ტექნოლოგია სპეციალურად დამუშავდა მცირე მეურნეობების მქონე ფერმერთათვის, რათა მათი მეურნეობა უფრო რენტაბელური გახდეს. რა თქმა უნდა ლაპარაკია იმ ფერემერებზე ვისაც ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობა აქვთ.

ამ ტექნოლოგიის ძირითადი მახასიათებელი, წყლის, განოყიერების და მცენარეთა დაცვის საშუალებების განსაზღვრული, ნორმირებული მიწოდებაა.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის წლევანდელი კვლევის მიხედვით, სრულფასოვანი კვების პრობლემა შინამეურნეობების უმრავლესობის წინაშე კვლავაც მწვავედ დგას.

ამ პრობლემის გადაწყვეტა სრულად არის შესაძლებელი „კარტლისის“ მიერ შემუშავებული ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით, რადგან კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ტექნოლოგიის სრული დაცვის შემთხვევაში მოსავლიანობის პოტენციალი 1 ჰა-ზე 15-16 ტონას შეადგენს.

პრეზენტაციის ფარგლებში კიდევ ერთი სიხალე იქნა წარმოდგენილი – სადემონსტრაციო ნაკვეთში მწერების საწინააღმდეგო პრეპარატის შესხურება სასოფლო-სამეურნეო დრონის მეშვეობით მოხდა.

წარმოდგენილი დრონი აღჭურვილია სამართავი პულტით, პროგრამით, რომელსაც მითითებულ რადიუსში შეუძლია ფრენა და ნათესის პრეპარატებით დამუშავება.

სასოფლო-სამეურნეო დრონს 10 მეტრ სიმაღლემდე შეუძლია ფრენა, შესაბამასად, მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც თავთავიანი კულტურების და სიმინდის ნათესების, ისე ხეხილის ბაღების სწრაფი და ეფექტური დამუშავებისთვის.

იგი აღჭურვილია 10 ლიტრიანი ავზით, რომლის შევსების შემდეგ დრონი მანევრირებას განაგრძობს იმ ადგილიდან სადაც შეწყვიტა სამუშაო. პრეპარატების შესხურების ინტენსივობა რეგულირებადია.

„კარტლისი“ უკვე 20 წელია საქართველოს ბაზარზეა და წარმოადგენს მუდმივად მზარდ კომპანიას. მუშაობის მთავრი ხელწერა ქვეყანაში უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიებისა და პროდუქტების შემოტანაა. „კარტლისმა“ განავითარა ფერმერთა მომსახურების ცენტრების ქსელი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში.

კომპანიაში დიდ ყურადღებას აქცევენ კლიენტების კმაყოფილებას, ამაში კი უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და ევროპული სტანდარტების მომსახურების ცენტრები ეხმარებათ. ცენტრში მსურველები იღებენ რჩევებსა და კონსულტაციებს ყველა იმ პროდუქტთან დაკავშირებით, რომელსაც „კარტლისი“ მომხმარებელს სთავაზობს.

თქვენი რეკლამა