კარტლისის მაღაზია თელავში 25 მარტიდან გაიხსნება

კარტლის აგროსისტემები ქართულ ბაზარზე უკვე 20 წელზე მეტია მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს სხვადასხვა რეგიონებში.

ამ პერიოდში კომპანიამ ფერმერებს შორის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მომწოდებლის სახელი დაიმკვიდრა.

მიზანდასახული მუშაობის შედეგად, კომპანიამ ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა და დღესდღეისობით თავის დარგში ერთ–ერთი წამყვანი ორგანიზაცია გახლავთ.

2017 წლის კომპანიამ საქართველოში უპრეცედენტო მაშსტაბის პროექტი  „კარტლისის აკადემია“ წამოიწყო. აკადემიის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონულ ცენტრში ფერმერების გადამზადება დაიწყო, აცნობენ სხვადასხვა კულტურების მოყვანის უახლეს ტექნოლოგიებს.

კომპანია ამაყობს იმითი, რომ საქართველოში, პროფესიონალ ფერმერებში მისი სახელი ასოცირდება ცოდნასთან, ხარისხთან და გამოცდილებასთან.

კომპანია „კარტლისს“ სხვადასხვა რეგიონებში გააჩნია მაღაზიები და სერვისს ცენტრები ამჯერად კი 25 მარტიდან კიდევ ერთი მაღაზია შეემატება, ამჯერად უკვე ქ.თელავში.

კომპანიის პროფესიონალების დახმარებით თქვენ მიიღებთ სასურველ შედეგს, კომპანია კარტლისის სპეციალისტები ცოდნასა და გამოცდილებას სრულიად უანგაროდ გაგიზიარებენ!

მისამართი: აღმაშენებლის ქუჩა, თელავის შემოსასვლელთან, თეგეტა მოტორსის მიმდებარედ.

აგრომაღაზია

საკონტაქტო ინფორმაცია

ტელ:  +995 591 41 75 60
ელ. ფოსტა  info@cartlis.ge
საიტი: http://www.cartlis.ge

თქვენი რეკლამა