კარტლისი, 20 წელი ფერმერთა სამსახურში!

643 Views

საქართველო მიწათმოქმედთა უძველესი ქვეყანაა. საქმიანობის ეს სფერო საქართველოსთვის მხოლოდ მეურნეობის დარგი კი არ არის, არამედ მისი ისტორიის, ცნობიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. თითქმის ყველაფერი, უშუალოდ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის, როგორც უძველესი მიწათმოქმედების არეალის მდიდარ ტრადიციებს.

საქართველოში სოფლის მეურნეობა დღითიდღე უფრო და უფრო ვითარდება და კომპანია „კარტლისი“ ამაყობს, რომ ამ განვითარებაში მისი დაუღალავი შრომა და უდიდესი წვლილია შეტანილი.

„კარტლის აგროსისტემები“ ქართულ ბაზარზე უკვე 20 წელია მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

ამ პერიოდში კომპანიამ ფერმერებს შორის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მომწოდებლის სახელი დაიმკვიდრა. მიზანდასახული მუშაობის შედეგად, კომპანიამ ათასობით მომხმარებლის ნდობა მოიპოვა და დღეისათვის თავის დარგში ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა აგრო სფეროში.

კომპანია “კარტლისს” გააჩნია საკუთარი საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობები, სადაც კომპანია ცდის ახალ ჯიშებს, პრეპარატებს და ამუშავებს სხვადასხვა კულტურების მოყვანის უახლეს ტექნოლოგიებს. კომპანია ამაყობს იმითი, რომ საქართველოში, პროფესიონალ ფერმერებში მისი სახელი ასოცირდება ცოდნასთან, ხარისხთან და გამოცდილებასთან.

„კარტლის აგროსისტემების“ რეკომენდაციით არაერთ ფერმერსა თუ აგრო კომპანიას მოჰყავს სხვადასხვა ჯიშის ხილი თუ ბოსტნეული.

Frisady, Villi, Ilema, Lea, Tuska, Diamond Enza Zaden-ის სალათებია , რომლებიც უკვე მერამდენე სეზონია ახალგაზრდა ფერმერებს მოჰყავთ მუხრანის სასათბურე მეურნეობაში, კომპანია კარტლისის რეკომენდაციით.

მათ შექმნეს ქართული ბრენდი ,,მწვანე მოსავალი „ რომელიც დღეს ჩვენს ჰიპერმარკეტების ქსელს ამშვენებს.

ასევე, შპს ,,ბიოსერვისი“ და მისი პროდუქტ მენეჯერი რეზო ჩხეიძე პირველი კომპანიაა, რომელმაც ყაბახი ,,არდენდოს“ მოყვანა ჰიდროპონიკაზე სცადა და წარმატებითაც გამოუვიდა კარტლისის სპეციალისტების დახმარებით.

დღეს მათ მიერ მოყვანილი პროდუქცია, როგორებიცაა Ardendo F1 — Enza Zaden-ის მაღალპროდუქტიული ყაბახი ამშვენებს ქართულ ჰიპერმარკეტებს! ის გამოირჩევა დაავადებების მიმართ კომპლექსური რეზისტენტობით. ძლიერი კომპაქტური მცენარე, მაღალი ხარისხის ერთანაირი ცილინდრული ფორმის ნაყოფით , ფერმერებს აძლევს საშუალებას მიიღონ მაღალი მოსავალი ღია გრუნტზე.

მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელშიც საქართველოს მსგავსად არსებობდეს  სასოფლო-სამეურნეო სპეციალიზაციის 11 საწარმოო ზონა (3 ქვეზონით). ყოველივე ამის შედეგია ის, რომ საქართველოში იწარმოება ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, გარდა ტროპიკულისა.

დღეს, როდესაც მსოფლიოში იაფი საკვებისა და ზოგადად საკვები რესურსების  პრობლემა სულ უფრო მწვავედ დგება, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეფექტურად გამოყენების საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება. მოხმარებული პროდუქციის დაახლოებით 65% იმპორტირებულია, რომლის შემოტანაც სხვადასხვა მიზეზით საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ვითარების გამო ნებისმიერ დროს შეიძლება შეფერხდეს და ქვეყანა სანახევროდ მშიერი დარჩეს.

ჩვენი ეკონომიკა ჩვენს ხელშია, ვაწარმოოთ ქართული და ვაწარმოოთ საქართველოში!  კომპანია „კარტლისი“ — მათთვის, ვინც ცარიელ მინდვრებში ხედავს უსაზღვრო შესაძლებლობებს!

კომპანია „კარტლისი“

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1288 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3600 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB