კანადაში ყველაზე დიდი „მწვანე“ გზის მშენებლობა სრულდება

248 Views

Great Trail – „მწვანე გზა“ – ეს არის 24 000 კმ. გზატკეცილი, რომელიც არ არის განკუთვნილი ავტომობილებისთვის.

ტურისტებს და აქტიური დასვენების ადგილობრივ მოყვარულებს, შესაძლებლობა ექნებათ, გარემოსთვის ზიანის მიყენების გარეშე, გაეცნონ კანადის ბუნებას და დატკბნენ მისი განუმეორებელი სილამაზითა და სისუფთავით.

Great Trail – მსოფლიოში ყველაზე დიდი მწვანე გზაა, ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება, ეკოლოგიური პროექტის განხორცილებაში ჩაერთოს მთელი ქვეყანა.

გზის მშენებლობა 1992 წელს დაიწყო, დღეს „მწვანე გზა“ თითქმის მზად არის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის. იგი გადაჭიმულია ნიუფანდლენდიდან (Newfoundland) – ბრიტანეთის კოლუმბიამდე (British Columbia).

mwvane_gza_eco_0140000392222572_3333027541117

‘მწვანე გზა“ ერთმანეთთან აკავშირებს 15 000 დასახლებულ პუნქტს, გზის გარკვეული მონაკვეთები ადგილობრივი ორგანიზაციების საკუთრებას წარმოადგენს და სწორედ ისინი იზრუნებენ მის მოვლაზე და საჭიროების შემთხვევაში შეკეთებაზე.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგროკავკასია FB