კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო“ საქართველოც უერთდება

65 Views

15 სექტემბერს, მსოფლიოში მილიონობით ადამიანი კამპანიაში „დავასუფთავოთ მსოფლიო“ ერთვება. ღონისძიებას უერთდება საქართველოც. 15 და 16 სექტემბერს, დასუფთავების მასშტაბური აქციები ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება.

„შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება“ წლევანდელი წლის კამპანიის მოწოდებაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, 15 სექტემბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების და ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო“ საქართველოც უერთდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ყველა რეგიონში მასშტაბურ აქციებს ახორციელებს. მნიშვნელოვანია, მოსახლეობის ჩართულობა, მათი ცნობიერების ამაღლება, უნარ-ჩვევების შეცვლა და გააზრება, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

როგორც შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, მოლი ლიენმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კამპანიას „დავასუფთავოთ მსოფლიო“ შეუერთდა.

„ამ პროექტის განხორციელებაში, შვედეთის მთავრობა საქართველოს გვერდითაა. შვედეთშიც ტარდება ანალოგიური კამპანიები. მინდა აღვნიშნო, რომ ამაყი ვარ იმით, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი არაერთი ორგანიზაცია აქტიურადაა ჩართული ღონისძიებაში“, – განაცხადა მოლი ლიენმა.

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ მოქალაქეებს 15-16 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებში ჩართვისკენ მოუწოდა.

„დავასუფთავოთ მსოფლიოს“ კამპანია 1992 წელს დაფუძნდა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და მასში 140-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. საქართველო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და ის რიგით 121-ე ქვეყანა იყო.

კამპანია საქართველოში, შვედეთის მთავრობისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით ხორციელდება.

ღონისძიებაში ერთვებიან საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საერთაშორისო კამპანიის Let’s Do IT საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაცია „კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“ და CENN–ის პროგრამა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგია რეგიონებში“, ფაზა II, (WMTR II), რომელსაც მხარს უჭერს USAID.

რეგიონებში დასუფთავების აქციები ჩატარდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორებისა და ადგილობრივი მთავრობების ორგანიზებით.

24Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB