კამბოჯა ზუსტი მიწათმოქმედებისთვის ახალ ტექნოლოგიებს გამოიყენებს

მიწათმოქმედება

ამ დღეებში ხელმოწერილი ხელშეკრულება კამბოჯის ხელისუფლებასა და სამხრეთ კორეულ კორპორაციას  (Korea Land and Geospatial InformatiX) შორის, ფერმერებს საშუალებას მისცემს მოწინავე საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშუალებები სოფლის მეურნეობისთვის გამოიყენონ.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს კამბოჯის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ვენგ სახონმა (Veng Sakhon) და კორეული კომპანიის პრეზიდენტმა ჩონ ჰომ (Ahn Jong-ho).

„აღნიშნული ხელშეკრულება ფრიად მნიშვნელოვანია ქვეყნის სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებისთვის, რაც ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მინდვრების კარტოგრაფირება, ფერმერბს და ინვესტორებს საშუალებას მისცემს დაადგინონ კონკრეტული ნიადაგისთვის საუკეთესო კულტურა“-განმარტა ვენგ სახონმა.

გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის სექტორში ზუსტი მიწათმოწმედების ტექნოლოგიების დანერგვა, ინვესტორებს გარკვეული ტერიტორიების პოტენციალის უკეთესად შეფასებაში დაეხმარება, რაც მათ კონკრეტული მიმართულებების არჩევის საშუალებას მისცემს.

სამინისტროში ოპტიმიზმით უყურებენ მომავალ თანამშრომლობას, კამბოჯის სოფლის მეურნეობის მთავარი სამართველოს ხელმძღვანელის ჰეან ვანჰანის (Hean Vanhan) აზრით, ახალი ტექნოლოგიების დახმარებით ფერმერებს უკეთ ეცოდინებათ რომელი კულტურაა უფრო მომგებიანი.

თქვენი რეკლამა