კაკლის ახალი ბაღი 8.47 ჰექტარზე „დანერგე მომავალის“ ფარგლებში

589 Views

ქვემო ქართლის მაცხოვრებელმა რასულ ვალიევმა პროგრამა „დანერგე მომავალის“ ფარგლებში კაკლის ახალი ბაღი გააშენა.

დღეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა ლევან დოლიძემ და ქვემო-ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილმა, ქვემო ქართლის მარნეულის რაიონის სოფელ სეიდ გოჯალოში დაათვალიერეს პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, რასულ ვალიევი ბაღის გაშენების პროცესი.

რასულ ვალიევი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 8.47 ჰექტარზე კაკალის ბაღის გაშენებისთვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 30,758.15 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

მიღებული დაფინანსებიდან 19,635.00 ლარი ნერგებზე ხოლო 11,123.15 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

ქვემო ქართლში: ბოლნისის, მარნეულის და თეთრიწყაროს რაიონებში 201 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ქლიავი, ტყემალი, ხურმა და კაკლი გაშენდება.

ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 1383.55 ჰა-ს ხოლო დაფინანსების მოცულობა 7.095 მილიონ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო.

მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:

  • ბაღის გაშენების შემთხვევაში — ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
  •  სანერგე მეურნეობის შემთხვევაში — მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის 2016 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი, თანამედროვე სანერგე მეურნეობის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს, ერთის მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტ-ჩანაცვლების, ხოლო, მეორე მხრივ, საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1289 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3605 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB