კახეთში მიმდინარე სამელიორაციო სამუშაოები

72 Views

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩხეიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, არჩილ ბუკია სიღნაღის მუნიციპალიეტეტში, სოფელ ქვემო ანაგაში იმყოფებოდნენ, სადაც სატუმბი სადგურის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, რომელსაც შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს, აშენდა ახალი სატუმბი სადგური, მოეწყო სადაწნეო მილსადენი და წყლის რეზერვუარი.

სამუშაოები ითვალისწინებს, ასევე, საექპლუატაციო გზის მოწყობას, სატუმბი სადგურის ელექტრომომარაგებით უზრუნველყოფას და ტერიტორიის კეთილმოწყობას. ქვემო ანაგის სატუმბი სადგური მიმდებარე სოფლების 1 200 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მორწყავს.

გიორგი ჩხეიძე და არჩილ ბუკია კახეთის რეგიონში მიმდინარე სხვა სამელიორაციო პროექტებსაც გაეცნენ. მიმდინარეობს ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის დანალექისა და მცენარეებისგან გაწმენდის სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს არხში წყლის საპროექტო ხარჯის გატარებას.

აღნიშნული სამუშაოები გააუმჯობესებს სარწყავი წყლის 3 000 ჰექტარ მიწის ფართობზე მიწოდებას. შესაბამისად, ეფექტურად მოირწყვება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლები: ანაგა, ძველი ანაგა, ვაქირი, მაშნაარი, წნორი, ჯუგაანი, ტიბაანი, ხირსა, ქვემო მაჩხაანი და ბოდბისხევი.

რეაბილიტაცია უტარდება, ასევე, ლაგოდეხის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მონაკვეთს, რომელიც  300 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ქაცვი — დახასიათება, გავრცელება, გამოყენება, ქაცვის პროდუქტები
113 Views

დახასიათება ქაცვი (Hippophae rhamnoides, Облепиха) არის ხშირტოტებიანი ბუჩქოვანი, ეკლიანი მცენარე, რომელიც სიმაღლით 2-4 მ-ს აღწევს. ტოტები სიმეტრიულია და ხშირად ბოლოებზე მომრგვალებული ფორმა აქვს. ქაცვის ტოტებს აქვს ყავისფერი ან მოშავო ფერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წნორი (Salix alba L) — სამკურნალო მცენარე
1405 Views

ტირიფისებრთა ოჯახს ეკუთვნის. წნორი საკმაოდ დიდი, 25-30 მ სიმაღლის ხეა, მუქი ნაცრისფერი, ღრმად დამსკდარი ქერქით, დაკიდული ახალგაზრდა ტოტებით და ზეაღმართული გლუვქერქიანი ძველი ტოტებით. ზედა მხრიდან პრიალა, ქვემოდან

სრულად
აგროკავკასია FB