კახეთის რეგიონში ყურძნის მოსავლის ნახევარზე მეტი უკვე გადამუშავებულია

48 Views Comment Off

კახეთის რეგიონში რთველის პროცესი აქტიურად გრძელდება. 25 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთში უკვე 85 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, კახეთის მევენახეების შემოსავალებმა 96 მლნ ლარს მიაღწია.

„შეიძლება ითქვას, რომ ყურძნის მოსავლის ნახევარზე მეტი უკვე გადამუშავებულია. ყურძენი ღვინის საწარმეობს 11 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლები 96 მლნ ლარს აღწევს. რთველი მიმდინარეობს ორგანიზებულად და მშვიდ გარემოში.

ყურძნის გადამუშავების პროცესში ყოველდღიურად ჩართულია 100-მდე ღვინის კომპანია. მას შემდეგ რაც რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა, ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი სტაბილურად, საშუალოდ 5 ათას ტონას აღწევს, რაც მიანიშნებს, რომ რთველის პროცესი კახეთში შეუფერხებლად მიმდინარეობს» — აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

დედოფლისწყაროსა და სიღნაღში, საიდანაც კახეთში ყურძნის კრეფა დაიწყო, რთველი თითქმის დასრულებულია. რთველის პროცესი ამ ეტაპზე აქტიურად კახეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს.

მთლიანი გადამუშავებული მოსავლიდან 40 ათასი ტონა რქაწითელი, 39 ათასი ტონა საფერავი, 2,6 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელში გადამუშავებულია — 28,4 ათასი ტონა, გურჯაანში — 23,2 ათასი ტონა, თელავში — 15,1 ათასი ტონა, სიღნაღში — 8,5 ათასი ტონა, ლაგოდეხში — 3 ათასი ტონა, დედოფლისწყაროში — 2,2 ათასი ტონა, ახმეტაში —  2,5 ათასი ტონა და საგარეჯოში —  2 ათასი ტონა.

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე — 1501

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB