კახეთის რეგიონში მევენახეების შემოსავლებმა 60 მლნ ლარს მიაღწია

83 Views

რთველი 2017-ის სეზონზე, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 60 მლნ ლარს მიაღწია.

18 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 50 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 20,1 ათასი ტონა რქაწითელი, 25,6 ათასი ტონა საფერავი, 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

კახეთის რეგიონში  ღვინის კომპანიებს ყურძენი 5 855 მევენახემ ჩააბარა.

დღეისთვის ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 97 ღვინის კომპანია. სულ რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 177 ღვინის კომპანია.

დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 5 ათას ტონას მიაღწია, რაც ნიშნავს რომ რთველი კახეთში აქტიურ ფაზაშია.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი – 18,6 ათასი ტონა, გურჯაანი – 11,3 ათასი ტონა, სიღნაღი – 7,6 ათასი ტონა, თელავი – 6,9 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 2,1 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 1,7 ათასი ტონა, ახმეტა –  1.2 ათასი ტონა და საგარეჯო –  780 ტონა.

კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა, რაც 2008 წლის შემდეგ პირველად ხდება. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

დაინტერესებულ პირებს, რთველთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB