კახეთის რეგიონში გადამუშავდა 91 ათას ტონამდე ყურძენი

12 Views Comment Off

30 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა 91 ათას ტონამდე ყურძენი. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 56 მლნ ლარს მიაღწია. 

29 სექტემბერს  დღეღამურად გადამუშავდა 6 034 ტ, რაც მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია. რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. ღვინის ქარხნებში ყურძენი 12 ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

ამ დროისთვის გადამუშავებულია  რქაწითელი 43,5 ათას ტონამდე, საფერავი — 35,5 ათას ათას ტონამდე, ასევე 2,2 ათასი ტონა  კახური მწვანე და 10 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში — 31,1 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: თელავი — 19,2 ათასი ტ., ყვარელი — 16,7 ათასი ტ., სიღნაღი — 7,4 ათას ტ., ლაგოდეხი- 7,1 ათასი ტ., დედოფლისწყარო — 2,2 ათასი ტ., ახმეტა — 2,6 ათასი ტ. და საგარეჯო — 4,2 ათასი ტონა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
Organic Life ამერიკელებს ჩურჩხელაზე გადასვლას ურჩევს
236 Views

შეწყვიტეთ ენერგეტიკული ბატონების ყიდვა - ჩაანაცვლეთ ის ყურძნის წვენისა და ნიგვზის ნაზავის ნუგბარით, მოუწოდებს ამერიკული პოპულარული გამოცემა

სრულად
სამკურნალო მცენარეები
შვიტა მინდვრის (Equisetum arvense) — სამკურნალო მცენარე
3646 Views

მინდვრის შვიტა (ლათ. Equisetum arvense) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. აქვს მცოცავი, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია:

სრულად
აგროკავკასია FB