ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემა დაიწყო

62 Views

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანამშრომლობით, საქართველოში თესლისა და სარგავი მასალების სერტიფიცირების სისტემის სრულყოფისთვის საჭირო ღონისძიებები ტარდება.

პროექტის „თესლისა და სარგავი მასალების სერტიფიცირების სისტემის ჩამოყალიბება“ ფარგლებში, თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებისა და სერტიფიცირების კვლევის სამსახურის სპეციალისტებმა მეთესლეობის სექტორში მოქმედი ფერმერული მეურნეობების სათესლე ნაკვეთების (ხორბალის, ქერის, სიმინდის, მზესუმზირას, სოიას, კარტოფილის) საველე ინსპექტირება განახორციელეს და, სათესლე მასალის ლაბორატორიული ტესტირების შედეგების საფუძველზე, თესლის მწარმოებელ კომპანიებს ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

კვლევითი ცენტრის სპეციალისტების მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თესლის მწარმოებელ ფერმერთა ნაკვეთებზე ერთობლივი საველე ინსპექტირება მუდმივ რეჟიმში განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირებული, საერთაშორისო სტანდარტის თესლისა და სარგავი მასალის გამოყენება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომელმაც ქართული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და ევროპის ბაზარზე ექსპორტს უნდა შეუწყოს ხელი.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1270 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3531 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB