ჯიღაურაში — ვაზის ჯიშების სელექციური სამუშაოები დაიწყო

165 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას სამუშაო ვიზიტით ვაზის სელექციონერი, ვალენტინ ბლატნერი ეწვია.

შვეიცარიელი სელექციონერი ქართველ მეცნიერებთან ერთად, საქართველოში ახალი სელექციური პროგრამის განხორციელებას იწყებს, რომლის ფარგლებშიც სოკოვანი დაავადებების მიმართ რეზისტენტული ჯიშების და ტრადიციული ქართული ჯიშების ჰიბრიდიზაცია მოხდება.

სოლარისისა და ბრონერის ჯიშებით სხვადასხვა კომბინაციის გამოყენებით ქისის, მესხური ხარისთვალას, ქიშურისა და რქაწითელის ხელოვნური დამტვერვა უკვე მოხდა. ვალენტინ ბლატნერის განცხადებით, პროგრამის მთავარი მიზანი, დაავადებებისადმი გამძლე ჯიშის გამოვლენაა, რომელსაც წელიწადში შეწამვლა მხოლოდ 2-3-ჯერ დასჭირდება.

ვალენტინ ბლატნერის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართული და ევროპული ვაზის ჯიშების შედარებაა. როგორც შვეიცარიელი სელექციონერი აღნიშნავს, შესაძლოა ევროპული ვაზის ფესვები სწორედ კავკასიის რეგიონიდან მოდიოდეს.

აღსანიშნავია, რომ ვალენტინ ბლატნერს სელექციური მუშაობის წარმატებული პრაქტიკა აქვს. მის მიერ გამოყვანილი სოკოვანი დაავადებების მიმართ მდგრადი ვაზის ჯიშები — კაბერნე ბლანი, პინოტინი, კაბერნე ჟურა, ბირსტალური მუსკატი ინდუსტრიული წარმოებისათვის მრავალ ევროპულ ქვეყანაშია ნებადართული.

ბლატნერის მიერ დაფუძნებული ეკოლოგიისა და მევენახეობის ინსტიტუტი ევროპის არაერთ ცნობილ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან თანამშრომლობს, მათ შორის შვეიცარიის ყველაზე მნიშვნელოვან შენგინს-ვედენსვილის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. ვალენტინ ბლატნერის გამოყვანილი ჯიშები გაილვაილერჰოფის ინსტიტუტის Vitis international catalogue-შია შეტანილი.

მსგავსი სელექციური სამუშაოები საქართველოში ბოლო 30 წელი არ ჩატარებულა, სელექციური სამუშაოები მევენახეობაში გარემოსთან და მავნებელ დაავადებებთან რეზისტენტული ჯიშების მისაღებად აუცილებელია.

აღნიშნული ტიპის სამუშაოები მალე მეხილეობაში, სხვადასხვა ხეხილოვან კულტურაზეც დაიწყება. სელექციურ სამუშაოებში ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, ჩართული არიან აგარარული, ტექნიკური და კავკასიის საერთაშორისო უნივესიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტები.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2381 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1450 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB