ჯიღაურას ბაზაზე გოჯი ბერის მოშენება დაიწყეს

ნინსიას მეტყევეობის ინსტიტუტსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ქართულ მხარეს ჩინეთიდან „გოჯი ბერი“-ს 5 სხვადასხვა ჯიშის 1000 საბაზისო ნერგი გადმოეცა.

გოჯი ბერი, იგივე „’WolfBerry“ (Licium Barbarum) ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კენკროვანი მცენარეა და ჩინურად დღეგრძელების ნაყოფს ნიშნავს. მას გააჩნია მრავალმხრივი სამკურნალო თვისებები და უამრავ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს.

გოჯი ბერის ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით და ანტიოქსიდანტებით ასევე უხვად შეიცავს კალციუმს, თუთიას, რკინასა და ფოსფორს. მცენარის ფოთლებისგან მზადდება უგემრიელესი ჩაი, ხოლო ნაყიფი ფართოდ გამოიყენება როგორც კულინარიულ ასევე სამედიცინო და კოსმეტიკური დანიშნულებით.

ამ ჯიშის კენკრას ადამიანის ორგანიზმზე მრავალი დადებითი თვისებები ახასიათებს, როგორიცაა: მხედველობის გაუმჯობესება, მეხსიერების უნარის დახვეწა, ღვიძლის ეფექტური მუშაობა, არის საუკეთესო გასახდომი საშუალება და გამოიყენება ორგანიზმიდან ცხიმების გამოსადევნად. ამასთან ერთად ნაყოფი ხშირად გამოიყენება სიმსივნის, დიაბეტის, ალცჰაიმერის, გულსისძარღვთა და სხვა დაავადებებთან ბრძოლის წინააღმდეგ.

აღნიშნული ნერგები ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ ბაზაზე დაირგო, ახლო პერიოდში მოხდება მათი შესწავლა, სარგავი მასალის წარმოება და შემდგომში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გავრცელება.

თქვენი რეკლამა