ჯიღაურამ ჟურნალისტებს უმასპინძლა

123 Views

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ტელე-რადიო, ბეჭდური და ელექტრონული მედიასაშუალებების, ასევე, სხვადასხვა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზაზე უმასპინძლა.

ჟურნალისტებს ჯიღაურაში განთავსებული ეროვნული საგანძურის – საკოლექციო ვენახის – შექმნის ისტორია და მიმდინარე სამეცნიერო მუშაობის შედეგები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებმა გააცნეს, რის შემდეგაც სტუმრებმა რთველში მიიღეს მონაწილეობა.

ყურძნის კრეფის შემდეგ, მასმედიის წარმომადგენლები საწნახელში ყურძნის დაწურვის, თათარის მოდუღებისა და ჩურჩხელების ამოვლების პროცესში ჩაერთვნენ, დააგემოვნეს ბაზაზე გაშენებული უნიკალური ჯიშებისაგან დამზადებული ქართული ღვინო.

დღეისათვის ჯიღაურაში 80 ჰა ფართობზე განთავსებულ მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ ბაზაზე, აკად. სოლომონ ჩოლოყაშვილის სახელობის ქართული ვაზის ჯიშების ეროვნულ ამპელოგრაფიულ კოლექციაში ქართული ვაზის 460-მდე ჯიშია დაცული, რომელთა აღდგენაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აღნიშნული ჯიშები სამრეწველო დანიშნულებისთვის გამოიყენებოდა, მისგან უმაღლესი ხარისხის სუფრის ღვინო მზადდებოდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ვაზის ჯიშების აღდგენის პარალელურად, იშვიათი ვაზის ჯიშებისგან ღვინოებს აყენებს და შემდგომში მათზე კვლევებს ახორციელებს.

ბაზაზე ასევე გაშენებულია უცხოური ვაზის 350 -მდე ჯიში, 300-მდე სახის ხეხილოვანი, მათ შორის, კურკოვანი და კენკროვანი კულტურა.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB