ინდოეთში 12 საათში 66 მილიონზე მეტი ხე დარგეს

296 Views

მადხია პრადეში (ინდოეთის შტატი) 12 საათში 66 750 000 ხე დარგეს.

დასარგავად შეირჩა მდინარე ნარმადას ხეობის 24 რაიონი, ხეების დარგვაში მონაწილეობდა 1 500 000 ადამიანი, 20 სახეობის ხის ნერგების წარმოება ადგილობრივ სანერგე მეურნეობებში მოხდა.

ეს არ არის ერთჯერადი აქცია, ეს არის ინდოეთის ეკოლოგიური მოძრაობის ნაწილი, ეს განვითარებადი ქვეყანა სერიოზულ პროექტებს ახორციელებს განახლებადი ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისითაც.

ინდოეთმა, როგორც პარიზის შეთანხმების მხარემ, 2030 წლისთვის ტყის საფარის 95 მილიონ ჰექტრამდე გაზრდის ვალდებულება აიღო და როგორც ჩანს არ აპირებს გზიდან გადახვევას. კერალას შტატში ერთ დღეში 10 000 000 ხე დარგეს, მაგარაშტაში, რეგიონალური პოლიტიკის ფარგლებში 40 000 000 ხის დარგვაა დაგეგმილი.

ამგვარი აქციებით, ხეების დარგვის ძირითადი სარგებლის გარდა, ინდოეთის ხელისუფლება ცდილობს აამაღლოს მოსახლეობის ცნობიერება და მათი ჩართულობით მიაღწიოს ინდოეთის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ინდოეთის ხელისუფლებამ ამ ვალდებულების შესასრულებლად 6,2 მილიარდი აშშ დოლარი გამოყო.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2174 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB