იაპონური პრეპარატი ვაშლის ქეცთან საბრძოლველად

იაპონური პრეპარატი „მენეჯის“ პრეზენტაცია

კარტლის აგროსისტემებმა რამდენიმე ხნის წინ შემოიტანა ჰოკო ქემიკალ ინდუსტრის (Hokko Chemical Industory Co) იაპონური პრეპარატი „მენეჯი“, ფუნგიციდი, რომელიც იდეალურია ვაშლის ქეცთან და სოკოვან დაავადებებთან საბრძოლველად.

სწორედ ჰოკო ქემიკალის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ საქართვლოში და კარტლისის გორის სერვის ცენტრში გაიმართა პრეპარატის პრეზენტაცია, სადაც შიდა ქართლიში მომუშავე ფერმერებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და ცოდნა ვაშლის დაავადებებთან საბრძოლველად და გააცნეს „მენეჯის“ დადებითი მხარეები და მოხმარების წესები.

კომპანიის აღმასრულებელი დირეკტორის, ბატონ რობერტ რევიას განცხადებით კომპანია კარტლისი პრეპარატ „მენეჯს“ 2 წლის გაანმავლობაში ცდიდა ვაშლის ქეცის წინააღმდეგ და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ერთ-ერთი საუკეთსო პრეპარატია დღესდღეობით ქეცთან საბრძოლველად.

 

არა მხოლოდ კომპანიის წარმომადგენლები, არამედ ფერმერებიც აღნიშნავენ, რომ ისინი აქტიურად იყენებენ პრეპარტს და და კმაყოფილები არიან შედეგებით.

კარტლის აგროსისტემები ქართულ ბაზარზე უკვე 20 წელია მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

კომპანია მუდმივად ზრუნავს აგროსფეროს განვითარებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვაზე.

კარტლისის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ მომავლისთვის უამრავ სიახლეს გეგმავენ, რაც ძალიან გაუმარტივებთ ფერმერებს მუშაობას და მაქსიმალურად მოკლე დროში მიაღწევინებს წარმატებას საკუთარ საქმიანობაში.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“.

ფასის და დამატებითი კითხვებისთვის გადადით (დაკლიკეთ) ბმულზე: www.cartlis.ge

თქვენი რეკლამა