იაპონური პრეპარატი „სტარკლი“ მწერებთან საბრძოლველად

კარტლის აგროსისტემებმა რამდენიმე ხნის წინ შემოიტანა „მიცუი ქემიკალ აგროს“ იაპონური პრეპარატი „სტარკლი“, ინსექტიციდი, რომელიც იდეალურია სხვადასხვა მავნებლებთან საბრძოლველად.

სწორედ „მიცუი ქემიკალ აგროს“ წარმომადგენლები ჩამოვიდნენ საქართველოში და კარტლისის გორის სერვის ცენტრში გამართეს პრეპარატის პრეზენტაცია, სადაც ფერმერებს საკუთარი გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს, სხვადასხვა კულტურის მოვლისა და დაცვის უახლესი მეთოდების შესახებ პრეპარატ „სტარკლის“ გამოყენებით.

პრეპარატი სტარკლი გამოიყენება შემდეგ კულტურებში: ვაშლი, ატამი, ციტრუსი, კივი, თხილი, პომიდორი, კიტრი, საზამთრო, სიმინდი, ვაზი.

მწარმოებელთა განცხადებით სტარკლი მიეკუთვნება ნეონიკოტინოიდური ჯგუფის ინსექტიციდების მესამე თაობას და წარმოადგენს უაღრესად მაღალეფექტურ სისტემურ ინსექტიციდს მავნებლების ფართო სპექტრის წინააღმდეგ საბრძოლველად და განსაკუთრებით ეფექტურია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ.

ახასიათებს ტრანსლამინარული მოქმედება და ძლიერი მედეგობა წვიმით ჩამორეცხვისადმი. დამუშავებიდან 3 საათის შემდეგ მოსული წვიმა არ ამცირებს პრეპარატის ეფექტურობას. ხასიათდება ხანგრძლივი დაცვითი მოქმედებით.

სტარკლი ავლენს მაღალ ეფექტურობას აზიური ფაროსანას, ფრთათეთრას, ცრუფარიანების, ბუგრების, ჩრჩილების, ნაყოფჭამიების, თრიფსების, კოლორდოს ხოჭოს და მრავალი სხვა მავნებლების წინააღმდეგ.

პრეზენტაციაზე დამსწრე ფერმერებს კომპანია კარტლისმა საჩუქრად ახალი თაობის პრეპარატი „სტარკლი“ გადასცა, რომელსაც საკუთარ ფერმერულ მეურნეობებში გამოიყენებენ!

კარტლისის სამეცნიერო კონსულტანტის, ბატონ რევაზ შონიას განცხადებით კომპანია კარტლისი პრეპარატ „სტარკლს“ რამდენიმე წლის გაანმავლობაში ცდიდა და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ერთ-ერთი საუკეთსო პრეპარატია დღესდღეობით ფასოსანასთან საბრძოლველად, მისი განცხადებით გამოყენების შემდეგ მიიღეს 99% იანი დაცვა ფაროსანას მავნეობისაგან.

კარტლის აგროსისტემები ქართულ ბაზარზე უკვე 20 წელია მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

კომპანია მუდმივად ზრუნავს აგროსფეროს განვითარებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვაზე.

კარტლისის წარმომადგენლები ასევე აცხადებენ, რომ მომავლისთვის უამრავ სიახლეს გეგმავენ, რაც ძალიან გაუმარტივებთ ფერმერებს მუშაობას და მაქსიმალურად მოკლე დროში მიაღწევინებს წარმატებას საკუთარ საქმიანობაში.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლისი“.
ფასის და დამატებითი კითხვებისთვის გადადით (დაკლიკეთ) ბმულზე: www.cartlis.ge

თქვენი რეკლამა