იანვარში ღვინის ექსპორტი 13%-ით გაიზარდა

39 Views

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 19 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 521 802 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 13%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. სულ ექსპორტირებულია 3,62 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო.

ამავე პერიოდში მსოფლიოს 6 ქვეყანაში ექსპორტირებულია 562 930 ბოთლი ბრენდი, რაც 104%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის ბრენდის ექსპორტს. ექსპორტირებულია  1,51 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი — 960 462 ბოთლი, უკრაინა -199 722, პოლონეთი — 114 276, ჩინეთი — 45 160 და ლიტვა — 44 850 ბოთლი.

ექსპორტის მატების კუთხით, აღსანიშნავია რუსეთი —  162%, პოლონეთი 22% და  ლიტვა — 34%.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა იანვარში 6,6  მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
ცერცვეკალა — სამკურნალო მცენარე
535 Views

ცერცვეკალა (ლათ. Alhagi Pseudalhagi (Bieb) Desv) პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის, 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა, ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით. ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს

სრულად
თქვენი რეკლამა
აგროკავკასია FB